რომელი ფულით და რისთვის უზრდიან ხელფასებს საჯარო მოხელეებს

0
310

პრემიერმინისტრის მიერ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდის დაპირება წინასაარჩევნოდ მოსყიდვის მცდელობაა. ამბობს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე

“პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ მოსყიდვის მცდელობა. საიდან? რომელი ფულით უზრდიან? გაზრდიან ერთს და მაშინ, უნდა მოაკლო პენსიონერს, უნდა მოაკლო იმ ადამიანებს, რომლებიც მართლა შრომობენ […]

ნაცვლად იმისა, რომ ამ პანდემიის პირობებში ფული მოხმარდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის გადარჩენას, ისინი, ფაქტობრივად, საკუთარი პარტიულ აქტივს უმატებენ ხელფასს”, — განაცხადა რომან გოცირიძემ.

თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლებია დარჩენილი პრემიერმინისტრი კი საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, 2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად დაიწყებენ მათი ხელფასების ზრდას.

წინა სტატიაყოველ დილით რუსეთს უთხარი: “შენ ხარ ოკუპანტი!” – ალექსანდრე რონდელის ლექცია
შემდეგი სტატია„ფაიზერის“ მეორე დოზაზე აცრა 15 აგვისტოდან დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტრო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური