ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო – რუსული სამზადისი 2008 წლის თებერვლიდან

0
450

რუსეთ-საქართველოს ომის 2008 წლის მონაკვეთის აქტიური ფაზის დასრულებიდან 13 წლის შემდეგაც ხშირად გაიგონებთ (და ამ ვერსიას აქტიურად კულტივირებს მოქმედი ხელისუფლება), რომ 2008 წლის ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა იმდროინდელი ხელისუფლების, კონკრეტულად, ნაციონალური მოძრაობის, უფრო კონკრეტულად კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის “პროვოკაციული ქმედებები” რუსეთის წინააღმდეგ, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ისეთი მსჯელობაა, რომელიც ერთიერთში იმეორებს რუსულ ნარატივს 2008 წლის ომზე.

ამგვარი მსჯელობის მორწმუნეებისთვის, ეტყობა, საკმარისი არაა ვლ. პუტინის აღიარება იმის თაობაზე, რომ გეგმა, რომლის მიხედვითაც რუსეთი 2008 წელს მოქმედებდა, სამხედრო შტაბმა ჯერ კიდევ 2006 წელს შეიმუშავა და მასთან შეათანხმა.

“ოდიშინიუსი” ამჯერად გთავაზობთ რუსული სამზადისის დამადასტურებელ, საქართველოს საკითხთან პირდაპირ კავშირში მყოფ იმ ქმედებათა ნუსხას, რომელიც 2008 წლის თებერვლიდან იწყება, რაც კიდევ ერთხელ აცამტვერებს მითს, რომ ომი საქართველოს მიერ იყო პროვოცირებული. ფაქტები გამოცემა “ივერიამ” გამოაქვეყნა და რუსული სამზადისის დამადასტურებელი ნაბიჯები გრიგოლ ვაშაძემ მოიძია.

2008 წელი

4 თებერვალი. ბოტლიხის სამთო-სასროლო ბრიგადის ინსპექტირების დროს პუტინი კატეგორიულად ითხოვს უღელტეხილ მუშაკზე გამავალი გზის მშენებლობის სასწრაფო დამთავრებას და აცხადებს: “Это будет еще одним коридором в Грузию”.

21 თებერვალი. მოსკოვი. პრეზიდენტ სააკაშვილის და პუტინის ბოლო შეხვედრა.

5 მარტი. რუსეთის მიერ შეთანხმებების სისტემატური დარღვევის გამო საქართველო გამოდის ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის შემადგენლობიდან და ითხოვს სამმხრივი ფორმატის შექმნას საქართველოს, რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობით, რომელშიც ევროკავშირი, ეუთო და დროებითი ადმინისტრაცია დამკვირვებლების სტატუსით ჩაერთვებიან.

6 მარტი. რუსეთი გამოდის დსთ-ს მიერ 1996 წლის 19 იანვარს აფხაზეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმიდან და ნოტით ატყობინებს დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტს, რომ შეცვლილი ვითარებების გამო აღარ მიიჩნევს თავს ვალდებულად, არ დაამყაროს სავაჭრო, ეკონომიკური, ფინანსური, სატრანსპორტო და სამხედრო კონტაქტები აფხაზეთთან.

13 მარტი. რუსეთის სახელმწიფო დუმა იხილავს საკითხს “о признании независимости Республики Абхазия, Республики Южная Осетия и Приднестровской Молдавской Республики”.

21 მარტი. სახელმწიფო დუმა იღებს რეზოლუციას, სადაც ის რუსეთის ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციას აღიაროს “აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა”.

3 აპრილი. ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაბლოკა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება იმ საბაბით, რომ ჩვენს ქვეყანას “ტერიტორიული კონფლიქტები” აქვს (დიდი ალბათობით, ქალბატონ კანცლერს დაავიწყდა, რა გარემოებაში მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ნატო-ში). აშშ-ის და საქართველოს სხვა მოკავშირეების მცდელობით, საქართველომ მიიღო დაპირება, რომ ის აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. პუტინი აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმების “ლიდერებს” უგზავნის წერილს, სადაც პირდება “снятиe с них санкций и установлению легальных отношений”.

8 აპრილი. ლავროვი აცხადებს, რომ “Россия будет делать все, чтобы не допустить принятия Украины и Грузии в НАТО”.

13 აპრილი. სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე ზატულინი ითხოვს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის სასწრაფოდ აღიარებას: “Тема Косово не будет вечно актуальной”.

16 აპრილი. ქვეყნდება პუტინის დადგენილება, სადაც ის ავალებს რუსეთის მთავრობას, დაამყაროს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი და კულტურული ურთიერთობები; ლეგალურად ცხადდება საოკუპაციო რეჟიმების მიერ გაცემული ყველა დოკუმენტი. დადგენილება პრაქტიკულად ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობის” აღიარებას ნიშნავს. ევროკავშირი, ეუთო, ნატო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია ითხოვენ დადგენილების გაუქმებას.

17 აპრილი. ოჩამჩირეს სამხედრო ბაზაზე საშტატო შეიარაღებით და ტექნიკით აღჭურვილი 300 რუსი სამხედრო ჩადის.

20 აპრილი. რუსული გამანადგურებელი МИГ-29 გალის რაიონში აგდებს საქართველოს კუთვნილ უპილოტო საფრენ აპარატს და მიფრინავს რუსეთის ტერიტორიაზე. გაეროს სადამკვირვებლო მისიის გამოძიება ადასტურებს, რომ გამანადგურებელი რუსეთს ეკუთვნოდა.

26 აპრილი. რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შედის ეშელონი 26 Д-30 ჰაუბიცით.

30 აპრილი. რუსეთი საქართველოსთან შეუთანხმებლად აორმაგებს თავისი “სამშვიდობოების” რაოდენობას აფხაზეთში და, ყველა შეთანხმების დარღვევით, “სამშვიდობოებში” ნოვოროსიის საჰაერო-სადესანტო დივიზიის ქვეგანაყოფები შეჰყავს.

1 მაისი. რუსეთს აფხაზეთში 3 საზენიტო კომპლექსი“БУК”, 14 ჰაუბიცა Д-30, 10 “Град” БЕМ-30, 20 ანტი-სატანკო ქვემეხი, 120 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, 2 შვეულმფრენი Ми-23 შეაქვს. ტექნიკას თან მოჰყვება 50 რუსი ავიაციის სპეციალისტი, 30 სამხედრო და 100 კავშირგაბმულობის ექსპერტი. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ატარებს 8 წვრთნას.

6-12 მაისი. რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი აფხაზეთში 4000-ს აღწევს.

14 მაისი. ნალჩიკში იწყება რუსეთის საჰაერო ძალების მე-4 არმიის წვრთნები.

26 მაისი. რუსეთს აფხაზეთში შეჰყავს სარკინიგზო ჯარების 400 ჯარისკაცი ამოცანით – 5 აგვისტოსთვის აღდგენილ იქნას სოხუმი-ოჩამჩირეს რკინიგზა. გუდაუთის სამხედრო აეროდრომზე მთავრდება 3 ანგარის მშენებლობა მძიმე ტექნიკის მისაღებად.

31 მაისი. ცხინვალში მუშაობას იწყებს საიტი “Геноцид Осетин”.

6 ივნისი. იწყება რუსული Су-25 и Су-27 განლაგება გუდაუთის სამხედრო ბაზაზე.

პრეზიდენტი სააკაშვილის შეხვედრა მედვედევთან დსთ-ს სამიტის ფარგლებში სანკტ-პეტერბურგში.

16 ივნისი. იწყება ზელენჩუკის სამთო-სასროლო ბრიგადის 10-დღიანი სწავლება “на большом удалении от пункта постоянной дислокации”.

30 ივნისი. ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის შენაერთები და ფსბ-ს სასაზღვრო ჯარები იწყებენ ერთკვირიან სწავლებას საქართველოს საზღვრებთან.

3 ივლისი. შამბა აცხადებს (“Независимая газета”): “До вывода грузинских войск из Кодорского ущелья мы не можем давать гарантии невозобновления войны”.

4 ივლისი. 08:19 სთ. ვებ-საიტი “Кавказ-центр” აქვეყნებს სტატიას,სადაც წერს, რომ რუსეთი საქართველოსთან ომს 2008 წლის აგვისტოში დაიწყებს. “Политическое решение о начале военных действий принято Путиным еще до избрания Медведева президентом РФ… Наступательные действия с вытеснением грузинских войск из Кодори (верхней Абхазии) должны завершиться в течение 7–10 дней. Планируется нанесение воздушных ударов по Кутаиси и Тбилиси. Ударная группировка российских войск выдвинется на Кутаиси. В случаи слабого сопротивления грузин, предполагается захватить Кутаиси”.

09:56სთ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საყოველთაო მობილიზაციას აცხადებს.

10:00სთ. ოსური “სამშვიდობო” ბატალიონი უკანონო პოსტს ქმნის სარაბუკთან.

16:24სთ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ აუქმებს ბრძანებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ.

6 ივლისი. აფეთქება გალის რაიონის კაფეში: იღუპება UNOMIG-ის მთარგმნელი და სამი პირი. 4 აფეთქება მიმართული ქართული პოლიციის პატრულის წინააღმდეგ სოფელ რუხთან.

პრეზიდენტ სააკაშვილის 5-წუთიანი შეხვედრა მედვედევთან ასტანაში.

7 ივლისი. რუსი და ოსი “სამშვიდობოები” იწყებენ ინტენსიურ ფორტიფიკაციულ სამუშაოებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ითხოვს რუსული “სამშვიდობოების” საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციით შეცვლას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს მზადყოფნას, საერთაშორისო დამკვირვებლების კონტროლის ქვეშ შეიქმნას ერთობლივი ქართულ-აფხაზური პოლიციის შენაერთები გალსა და ოჩამჩირეში.

8 ივლისი. 20:11სთ. რუსეთის 4 სამხედრო თვითმფრინავი არღვევს საქართველოს საჰაერო სივრცეს და 40 წუთი იმყოფება ჩვენი ქვეყნის ფარგლებში (ძალის დემონსტრირების გარდა, ამ ტერორისტული აქტის მიზანი იყო ჩვენი რადიო-სალოკაციო დანადგარების მზადყოფნის შემოწმება).

9 ივლისი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თვითმფრინავების საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრას. “МИД России официально признает факт нарушения воздушного пространства Грузии российскими военными самолетами, указывая, что нарушение осуществлено для принятия срочных и действенных мер, чтобы не допустить кровопролития и сохранить ситуацию в правовых мирных рамках”.

10 ივლისი. საქართველოში კონდოლიზა რაისი ჩამოდის.

14 ივლისი. “Независимая газета” აქვეყნებს “საიდუმლო” მოხსენების ფრაგმენტებს, რომელიც 2008 წლის აპრილში რუსეთის სახელმწიფო დუმის უშიშროების კომიტეტზე წაიკითხეს: “перейти к инициативной стратегии… или пассивно выжидать и предпринять решительные действия, вмешавшись уже на стадии вооруженного конфликта. Уступка стратегической инициативы, роль “догоняющей” стороны крайне невыгодна и бесперспективна”. Авторы доклада считают целесообразным “объявление Южной Осетии и Абхазии зоной жизненно важных интересов России, исходя из цели обеспечения ее национальной безопасности на южном направлении, включая весь комплекс необходимых мероприятий со всеми вытекающими обстоятельствами”.

15 ივლისი. 06:00 სთ. ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე იწყებს ფართომასშტაბიან სწავლებას “Кавказ-2008”, შეიარაღებული ძალების, საჰაერო ძალების და ფსბ-ს სამხედრო მოსამსახურეების – სულ 8000 კაცის მონაწილეობით. მანევრებში 700 ერთეული მძიმე ტექნიკა და შავი ზღვის ფლოტის გემები იყვნენ ჩართული. მანევრების მონაწილეებითვის მე-19 დივიზიის ტიპოგრაფიაში იბეჭდება “ლისტოვკა” “Воин, знай вероятного противника!”, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალებია აღწერილი.

14:12სთ. რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სახელმწიფოს პრეს-მდივანი, ივან მაკუშოკი, აცხადებს, რომ “Приднестровье, Абхазия и Южная Осетия могут войти в Союзное государство России и Белоруссии”.

18 ივლისი. “Кавказ-2008”-ში მონაწილე ფსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ნაწილები როკის და მამისონის უღელტეხილებს იკავებენ.

კრასნოდარის ოლქში რუსეთს ვოლგოგრადის დივიზიის სადესანტო პოლკი გადაჰყავს.

გალში ბაღაფში შტაინმაიერთან შეხვედრისას უარს ამბობს გერმანულ სამშვიდობო გეგმაზე და ბერლინში სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე.

19 ივლისი. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი უარს ამბობს ევროკავშირის ეგიდით ბრიუსელში დაგეგმილ საქართველო-რუსეთ-“სამხრეთ ოსეთის” სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე.

20 ივლისი. იწყება კიბერ-შეტევა საქართველოს სახელმწიფო საიტებზე.

23 ივლისი. ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე შტუბი, გამოდის ინიციატივით, ჰელსინკიში გაიმართოს “ქართულ-ოსური” მოლაპარაკებები.

როკის უღელტეხილზე ფსკოვის სადესანტო შენაერთებს ვლადიკავკაზის მოტომსროლელები ცვლიან.

25 ივლისი. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი შტუბის ინიციატივას უარით პასუხობს – თემურ იაკობაშვილის სამინისტროს სახელის მიუღებლობის გამო.

საგანგებო სამედიცინო რაზმი პოლიგონ “Тарское”-ზე შლის ჰოსპიტალს, რომელსაც დღეში 300 დაჭრილის მიღება შეუძლია.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი უარს ამბობს 30-31 ივლისს ბერლინში სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე.

26 ივლისი. რუსეთი ამთავრებს სამხედრო ბაზების მშენებლობას ცხინვალსა და ჯავაში.

27 ივლისი. ცხინვალის რეგიონის სეპარატისტები შერეული სამშვიდობო ძალების დამკვირვებლებს არ უშვებენ ჩორბოულში და დვანში, სადაც სეპარატისტული ბანდფორმირებები და რუსი ოკუპანტები საფორტიფიკაციო სამუშაოებს ატარებენ. შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობა გამოძიებას ითხოვს.

29 ივლისი. 10:00 სთ. სოფელ ჩორბოულთან სეპარატისტები ცეცხლს უხსნიან შერეულ სამშვიდობო ძალებს და ეუთო-ს დამკვირვებლებს.

2004 წლის შემდეგ პირველად, სეპარატისტები საარტილერიო ცეცხლს უხსნიან ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებს. არტილერია ქალაქ ცხინვალშია განლაგებული. პარალელურად, ანძისთან და სარაბუკთან ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამშვიდობოებს. სეპარატისტები იყენებენ 120 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებს, რომელთა განლაგება კონფლიქტის ზონაში აკრძალულია. ომი ფაქტობრივად დაწყებულია.

30 ივლისი. რუსეთი სოხუმი-ოჩამჩირეს რკინიგზის აღდგენას ამთავრებს.

თავდასხმა საქართველოს პოლიციის პატრულზე სოფელ ანძისთან. საარტილერიო თავდასხმა ქართულ სოფლებზე გრძელდება.

31 ივლისი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებაზე მოლაპარაკებების ჩაშლის მიუხედავად, გერმანია კიდევ ერთხელ ცდის მოლაპარაკებების ორგანიზებას ბერლინში, 15-დან 20 აგვისტომდე. ბაღაფში ადასტურებს თანხმობას ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე.

1 აგვისტო. 08:05 სთ. ერედვი-ხეითის გზაზე ორი ნაღმი აფეთქებს ქართული პოლიციის ავტომანქანას. 5 პოლიციელი მძიმედ არის დაჭრილი.

11:00სთ. რუსეთის ტელევიზიის 4 ცენტრალური არხის ჟურნალისტთა ჯგუფი ჩადის ცხინვალში “для освещения начинающейся войны”.

17:14 სთ. შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის თანაშემწე ვლადიმირ ივანოვი აცხადებს, რომ “сотрудники МВД Южной Осетии препятствуют работе военных наблюдателей ССПМ и офицера миссии ОБСЕ, проводивших мониторинг ведения югоосетинской стороной фортификационных работ в районе села Прис и миграционного поста МВД Южной Осетии, расположенном между Цхинвали и Эргнети. На посту МВД Южной Осетии на южном склоне Присских высот северо-восточнее н.п. Прис и возле миграционного поста группа мониторинга зафиксировала ведение инженерных работ. В ходе работы группы мониторинга в обоих случаях сотрудники МВД Южной Осетии воспрепятствовали работе военных наблюдателей”.

18:17 სთ. სეპარატისტები ცეცხლს უხსნიან ქვემო და ზემო ნიქოზს, ავნევს, ერგნეთს, ერედვს, ნულს და ქართველი სამშვიდობოების პოსტებს. დაღუპულია ორი მშვიდობიანი მოსახლე და მძიმედ დაჭრილია ორი სამშვიდობო. საპასუხო ცეცხლით მოკლულია 6 სეპარატისტი, 15 დაჭრილია. ცხინვალის რადიო აცხადებს, რომ “განადგურებულია 29 ქართველი”.

2 აგვისტო. 00:00სთ. გააფთრებული საარტილერიო ცეცხლი სეპარატისტების მიერ ყველა კალიბრის გამოყენებით ცხინვალის, უბიათის, მუგუთის, დიდმუხის, ნულის, ავნევის, ერგნეთის, ერედვის, ზემო და ქვემო ნიქოზის რაიონებში.

08:00სთ. სეპარატისტები მსხვილი კალიბრის ტვიამფრქვევებიდან უხსნიან ცეცხლს ქართულ სოფლებს. მძიმედ იჭრება 6 მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი პოლიციელი.

10:00სთ. ცხინვალში შეუზღუდავი რაოდენობით ჩადიან რუსი ჟურნალისტები. უცხოელ ჟურნალისტებს რუსები არ უშვებენ “из-за “проблем с их документами”.

12:00სთ. “Кавказ-2008” მთავრდება. რუსეთის შეიარაღებული ძალების არც ერთი შენაერთი არ უბრუნდება მუდმივი დისლოკაციის ადგილს. რამდენიმე შენაერთი შედის ცხინვალის რეგიონში.

14:14სთ. სეპარატისტები იწყებენ სამოქალაქო მოსახლეობის გაყვანას ოსური სოფლებიდან.

3 აგვისტო

02:00სთ. როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში 42-ე მოტომსროლელი დივიზიის სადაზვერვო ბატალიონი შემოდის.

10:00სთ. თათბირი ცხინვალში გრუ-ს უფროსის მოადგილის, პანკოვის, 58-ე არმიის სარდლის, ხრულიოვის, კოკოითის, მინძაევის, ჩოჩიევის, მოროზოვის და კულახმეტოვის მონაწილეობით. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 58-ე არმია შევა ცხინვალში, თუ სეპარატისტული ბანდფორმირებების შეტევა უშედეგოდ დასრულდება.

11:59სთ. ბაღაფში აცხადებს, რომ “სამხრეთ ოსეთში დაძაბული მდგომარეობის გამო” უარს ამბობს 15 აგვისტოს, ბერლინში დაგეგმილ საქართველოს მეგობრებთან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) შეხვედრაზე. ავალებს “აფხაზეთის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფებას, სრულ მზადყოფნაში იყოს”.

13:00სთ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ “დაიწყო ჩრდილო-კავკასიელი და კაზაკი მოხალისეების მობილიზაცია”.

14:07სთ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი იწყებს მოსახლეობის ევაკუაციას და ვლადიკავკაზში გაჰყავს “2000 პირი, მათ შორის 200 ბავშვი”.

15:34სთ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს “კონფლიქტის მხარეებს,ხელი მოაწერონ შეთანხმებას ძალის არგამოყენების და “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ”.

17:11სთ. მამსუროვი აცხადებს, რომ “სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”.

21:13სთ. რუსეთის პირველი არხის ეთერში ბარანკევიჩი აცხადებს, რომ “грузинская сторона потеряла 29 человек убитыми”.

23:00სთ. ინტენსიური სროლა სარაბუკის სიმაღლის გარშემო.

4 აგვისტო

00:00სთ. ცხინვალის რეგიონში საარტილერიო ცეცხლი არ წყდება. ოკუპანტების მთავარი მიზანია ქართული მოსახლეობის განდევნა.

03:00 სთ. ცხინვალის რეგიონში შემოდის რუსეთის 58-ე არმიის სამედიცინო და კავშირგაბმულობის ქვეგანაყოფები. 11 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი “Гвоздика” გადაყვანილია ჯავიდან ანძისში, ძარში და ცრუში.

07:00 სთ. ჯავის ჩრდილოეთით რუსულ სამხედრო ბაზა “ევბაკიტაზე” 1200 რუსი სამხედრო ჩადის.

09:29სთ. ცხინვალიდან გაყვანილია კიდევ 3000 პირი, მათ შორის 390 ბავშვი.

10:00სთ. რუსი ოკუპანტების და აფხაზეთის “უშიშროების საბჭოს” თათბირი სოხუმში.

12:00სთ. კულახმეტოვი თავის წერილში, რომელიც მან ეუთო-ს გაუგზავნა, ადასტურებს, რომ სეპარატისტული ბანდფორმირებები იყენებენ “запрещенную к нахождению и использованию в зоне конфликта крупнокалиберную артиллерию (свыше 82 мм)”.

13:00სთ. მოზდოკის აეროდრომზე სხდებიან რუსული AWAKS-ის ტიპის თვითმფრინავები. რუსეთს სტრატეგიული ბომბარდმშენები Ту-22М3 ნოვგოროდიდან სარატოვში გადაჰყავს.

5 აგვისტო

00:00სთ. ცხინვალის რეგიონში გრძელდება ქართული სოფლების დაბომბვა.

06:00სთ. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითი პოლკი, განლაგებული ყირიმში, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია “для проведения учений по высадке десанта на необорудованное побережье”.

07:00სთ. როკის გვირაბის გავლით, რუსეთს ცხინვალის რეგიონში შეჰყავს 40 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და ჯავშანტექნიკა, 33-ე ცალკეული სადესანტო სამთო ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონი, სრული შეიარაღებით და საბძოლო ტექნიკით, 30 საარტილერიო დანადგარი კი ცხინვალის რეგიონში კუდარის უღელტეხილის გავლით შეიტანეს.

09:00სთ. “Независимая газета”-სთან ინტერვიუში შამბა აცხადებს, რომ “Абхазия готова открыть второй фронт” и что “в случае войны в Южной Осетии специально подготовленные диверсанты могут подорвать нефтепровод Баку-Тбилиси-Джейхан”.

10:00სთ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი იწყებს მობილიზაციას.

10:01სთ. “Осрадио” აცხადებს: “Ни в коем случае нельзя больше допустить такой ситуации, при которой в центре ЮО процветает пятая колонна. Абхазы убрали этот фактор и сейчас с ними на уровне ООН Тбилиси ведет переговоры… Нельзя ошибаться на этот раз. Грузин в ЮО быть не должно”.

12:07სთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მიმართავს წინადადებით, როკის გვირაბთან დაწესდეს ერთობლივი ქართულ-რუსული მონიტორინგი იარაღის შემოტანის აღსაკვეთად. რუსეთი ამ წინადადებაზე კატეგორიულ უარს ამბობს.

14:27სთ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაძაბული სიტუაცია ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ოპერაციის უუნარობის ბრალია.

15:10სთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, გონსალო გალიეგო, ცხინვალის რეგიონში ეუთო-ს დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდას ითხოვს.

15:21სთ. რუსეთის პრესა ცხინვალის რეგიონში რუსი მოხალისეების შესვლას იტყობინება.

16:30სთ. მინძაევი იძლევა ბრძანებას “სოფელ ნულის სრული განადგურების” შესახებ.

17:00სთ. სეპარატისტული ბანდფორმირებების 3 ტანკი და 2 სატვირთო მანქანა შეიარაღებული პირებით სოფელ ავნევის აღებას ცდილობს.

18:56სთ. ნატო-ს წარმომადგენელი კარმენ რომერო აცხადებს, რომ ალიანსი არ ადასტურებს ქართული შეიარაღებული ძალების კონცენტრაციას ცხინვალის რეგიონთან.

19:34სთ. კოკოითი იძლევა ბრძანებას “о перекрытии оросительных каналов, поставляющих воду Грузии”.

მინძაევი აცხადებს: “Мы сейчас не предъявляем никаких территориальных претензий, но прекрасно знаем, что Бакуриани, Боржоми и другие территории — это осетинские земли”.

21:00 სთ. ქვემო ზარამაგის რაიონში საქართველოს საზღვართან რუსეთმა განალაგა 58-ე არმიის 19-ე დივიზიის 135-ე და 693-ე მოტომსროლელთა პოლკები, 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 104-ე და 234-ე პოლკები, 96-ე სადესანტო დივიზიის 217-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი, სპეციალური დანიშნულების ჯარების ცალკეული რაზმი, 31-ე ცალკეული სადესანტო პოლკი. სულ: 11693 სამხედრო მოსამსახურე, 891 ერთეული ჯავშანტექნიკა და 138 ერთეული არტილერია.

6 აგვისტო

00:00სთ. თურქეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ერზინჯანთან, აფეთქებენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის სატუმბო სადგურს. მილსადენი პარალიზებულია.

09:00სთ. ჩრდილოეთ კავკასიიდან ცხინვალში 150 “მოხალისე” ჩადის.

10:50სთ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი თანხმდება ქართული მხარის წინადადებას – 7 ივლისს ცხინვალში თემურ იაკობაშვილის და ჩოჩიევის შეხვედრას შერეული სამშვიდობო კომისიის რუსეთის თანათავმჯდომარის ი. პოპოვის მონაწილეობით.

11:00სთ. სტავროპოლსა და როსტოვში იწყება “კაზაკების” მობილიზაცია.

11:40სთ. ცხინვალში ჩადის დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი.

11:50სთ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ნულის, მუგუთის და დიდმუხას მიდამოებში ინტენსიურ სროლას აქვს ადგილი. საქართველოს შსს ამ განცხადებას მტკნარ სიცრუეს უწოდებს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის ზონაში სიწყნარეა, რაც საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებსაც შეუძლიათ დაადასტურონ. მათ კონფლიქტის ზონა 5 აგვისტოს მოინახულეს.

13:00სთ. ლენინგრადის სამხედრო ოლქის სარდლობა კოდორის ხეობაში ჩადის.

16:30სთ. სეპარატისტები ინტენსიურ ცეცხლს ხსნიან ფრანევის, უბიათის, ხეთაგუროვოს, ერედვის, ფრისის, ავნევის, დვანის და ნულის მიდამოებში.

17:48სთ. “Осрадио” აცხადებს, რომ “სამხრეთ ოსეთში” დაიწყო საბძოლო მოქმედებები და რომ “ქართველებმა დაკარგეს 36 ჯარისკაცი”.

18:00სთ. “Независимая газета” იტყობინება, რომ “ტრანსკამი სავსეა რუსეთის სამხედრო შენაერთებით”.

18:17სთ. საოკუპაციო რეჟიმი უარს აცხადებს 7 აგვისტოს ცხინვალში იაკობაშვილის, პოპოვის და ჩოჩიევის შეხვედრაზე.

18:23სთ. სოფელ ნულთან ქართველი სამშვიდობოების პატრულს აფეთქებენ.

19:30სთ. თ. იაკობაშვილი ტელეფონით ესაუბრა ი. პოპოვს და შესთავაზა 7 აგვისტოს ცხინვალში ერთად გამგზავრება – შერეული სამშვიდობო ჯარების შტაბში მოლაპარაკებების გამართვის მიზნით. ი. პოპოვი ამ წინადადებას დათანხმდა.

20:00სთ. სეპარატისტები ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლს უხსნიან ერედვს, ფრისს, ავნევს, დვანს, ნულს. დაჭრილია ორი ქართველი სამშვიდობო.

21:00სთ. პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს მედვედევთან ან პუტინთან დაკავშირებას. რუსეთის საგარეო გვპასუხობს, რომ “პრეზიდენტების საუბრის დრო ჯერ არ დამდგარა”.

21:04სთ. “Осрадио” იტყობინება, რომ “ცხინვალში ზეიმია ნულთან და ავნევთან ქართული ჯარების განადგურებასთან დაკავშირებით”.

23:40სთ. განახლდა საბრძოლო მოქმედებები სარაბუკთან, ვანათთან და დმანისთან.

7 აგვისტო

00:05სთ. სეპარატისტული ბანდფორმირებები საარტილერიო დანადგარებიდან და ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლს უხსნიან ერედვს, ვანათს, სარაბუკის სიმაღლეს და ფრისს. ქართული შენაერთები საპასუხო ცეცხლს ხსნიან.

03:41 — 03:52სთ. ცხინვალის რეგიონში, როკის გვირაბის გავლით, რუსული ჯავშანტექნიკის კიდევ ერთი კოლონა შემოდის. ქართული დაზვერვა აქვეყნებს სეპარატისტების სატელეფონო საუბრებს, სადაც ისინი შესჩივიან ცხინვალს, რომ ტექნიკის სიმრავლის გამო რუსული ჯარები შემოსვლას ვერ ახერხებენ. უკვე 2008 წლის სექტემბერში რუსეთი ვერ ახერხებს ამ ფაქტის, ისევე, როგორც სხვა ბევრი ტყუილის, უარყოფას და იწყებს მტკიცებას, რომ “ცხინვალში რუსი სამშვიდობოების როტაცია ხდებოდა”. ეს სრული სიცრუეა: როტაციის განხორციელება ყველა არსებული შეთანხმების შესაბამისად ნებადართული იყო წელიწადში მხოლოდ ორჯერ, მხარეების თანხმობის შემთხვევაში, დღისით, ერთი თვით ადრე შეტყობინების პირობით. რუსებს როტაცია 2008 წლის 31 მაისს ჰქონდათ დამთავრებული.

06:35სთ. ცხინვალის სამხრეთით სეპარატისტები ცეცხლს ხსნიან. დაჭრილია სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე.

08:00სთ. ცხინვალიდან ევაკუაციის შედეგად, რუსეთში გაყვანილია 20000 კაცზე მეტი, ანუ ფაქტობრივად მთელი მოსახლეობა.

09:25სთ. სეპარატისტები ხეთაგუროვოდან 122 მილიმეტრიანი ჰაუბიცებით ცეცხლს უხსნიან ავნევს და ნულს. ამ ტიპის შეირაღება კატეგორიულად აკრძალული იყო კონფლიქტის ზონაში.

09:45სთ. რუსული თვითმფრინავი შავშეთთან, კონფლიქტის ზონიდან 30 კილომეტრის დაშორებით, ბომბავს ქართულ რადარს.

10:50სთ. კოკოითი უცხადებს რუსულ რადიოარხს, რომ ის “სამხრეთ ოსეთს ქართველებისგან გაწმენდს”.

11:00სთ. მოსკოვიდან თბილისში ჩამოსული ი. პოპოვი ადასტურებს, რომ ცხინვალი უარს ამბობს 7 აგვისტოს დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე. გრძელდება ხეთაგუროვოდან ნულზე, ავნევზე და ვანათზე საარტილერიო თავდასხმა.

12:00სთ. “Пресс-служба СКВО уведомляет, что на полигоне “Тарское” “в соответствии с планом боевой подготовки подразделений 58-й армии проводится лагерный сбор артиллерийских подразделений с максимальным привлечением личного состава и военной техники”.

12:28სთ. მთავრდება 58-ე არმიის და აფხაზური ბანდფორმირებების სრული მობილიზაცია.

12:30სთ. პოპოვი თ. იაკობაშვილს სთავაზობს ცხინვალში მარტო გამგზავრებას და უკვე იქ შეხვედრას.

13:00სთ. საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი – რუსული არმიის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე.

14:00სთ. ხეთაგუროვოდან ქართული სამშვიდობო პოსტის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად იღუპება ორი ქართველი სამშვიდობო. ეს კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების დაღუპვის პირველი ფაქტია.

საქართველოს შეიარაღებული ჯარები ტოვებენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებს და იწყებენ კონფლიქტის ზონისკენ გადაადგილებას.

14:39სთ. კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბძოლო მოქმედებებზე პასუხისმგებლობას პოპოვი ორივე მხარეს აკისრებს.

თ. იაკობაშვილი ჩადის დაცარიელებულ ცხინვალში. პოპოვი ამას ვერ ახერხებს. მის ავტომანქანას საბურავი დაეშვა. სათადარიგო საბურავიც უვარგისი აღმოჩნდა. სეპარატისტები უარს ამბობენ პოპოვის გარეშე იაკობაშვილთან შეხვედრაზე.

15:08სთ. რუსეთის ხელისუფლება უკრძალავს რუსულ მასმედიას ქართული წყაროების ციტირებას.

15:10სთ. თ. იაკობაშვილი მოლაპარაკებებს იწყებს მ. კულახმეტოვთან. რუსი გენერალი უცხადებს მას, რომ “რუსი სამშვიდობოები ვეღარ აკონტროლებენ ოსურ ქვედანაყოფებს”. ადასტურებს, რომ სეპარატისტების ბანდფორმირებები ბომბავენ ქართულ სოფლებს.

15:43–16:15სთ. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ნულთან, ავნევთან, უბიათთან და ხეთაგუროვოსთან. დაჭრილია 7 ქართველი სამშვიდობო, მოკლულია თერთმეტი სამოქალაქო პირი. აფეთქებულია ქართველი სამშვიდობოების ჯავშანტრანსპორტიორი.

თ. იაკობაშვილი, კულახმეტოვის რჩევის შესაბამისად, უკავშირდება პრეზიდენტს ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.

17:00სთ. თ. იაკობაშვილი პრეზიდენტის თანხმობას იღებს.

17:10სთ. ქართული ჯარი ცალმხრივად წყვეტს ცეცხლს.

18:00სთ. ცხინვალში ჩადის პოპოვი.

18:15სთ. კონფლიქტის ზონიდან იწყება ქართული მოსახლეობის ევაკუაცია.

18:20სთ. პოპოვი ცხინვალში კოკოითს, ჩოჩიევს და კულახმეტოვს ხვდება.

18:30სთ. სეპარატისტების ბანდფორმირებები ცეცხლს უხსნიან ქართველი სამშვიდობოების ყველა პოსტს და ქართულ სოფლებს.

19:00 სთ. პრეზიდენტი სააკაშვილი თავის სატელევიზიო მიმართვაში ატყობინებს საქართველოს მოსახლეობას, რომ ცეცხლი საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ცალმხრივად არის შეწყვეტილი

19.18სთ. “Осрадио”: “58-я уже в городе!”

რამდენიმე წუთის შემდეგ სეპარატისტული ბანდფორმირებები ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლს უხსნიან ავნევს.

20:50-24:00 სთ. კულახმეტოვი რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს და ეუთო-ს ატყობინებს, რომ “ქართული ჯარი სამხრეთ ოსეთის საზღვრებს უახლოვდება”.

22:04 სთ. პოპოვი იტყობინება, რომ იაკობაშვილი და ჩოჩიევი შეხვედრას 8 აგვისტოს გამართავენ.

22:25 სთ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენ ფრიდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან, სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ცეცხლი “ოსურმა მხარემ გახსნა”.

22:30 სთ. სეპარატისტების ბანდფორმირებები ინტენსიურ საარტილერიო ცეცხლს უხსნიან ფრისს. რამდენიმე სამოქალაქო პირი მძიმედ არის დაჭრილი.

22:35 სთ. რუსული ჯავშანკოლონები ძარის გზიდან ცხინვალში შედიან.

22:55 სთ. ახალი რუსული ჯავშანკოლონა შემოდის როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში. ამ მომენტისთვის ცხინვალის რეგიონში უკვე იმყოფება 135-ე, 503-ე და 693-ე მოტომსროლელი პოლკების ნაწილები, სპეციალური ჯარების ნაწილები. საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს პოპოვთან დაკავშირებას. პოპოვი არ პასუხობს.

23:00 სთ. სეპარატისტული ბანდფორმირებები ცეცხლს უხსნიან თამარაშენს.

23:10 სთ. ცხადდება კულახმეტოვის პრეს-კონფერენცია.

23:17 სთ. როკის გვირაბი კიდევ ერთმა რუსულმა ჯავშანკოლონამ გაიარა.

სეპარატისტული ბანდფორმირებები კვლავ უხსნიან ცეცხლს ქართულ სოფლებს და ქართველი სამშვიდობოების საგუშაგოებს. პოლიციის საგუშაგო ქურთაში განადგურებულია.

23:27 სთ. პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანებას იძლევა.

23:40 სთ. მ. ყურაშვილი პასუხობს კულახმეტოვის სატელეფონო ზარს, ატყობინებს მას სამხედრო ოპერაციის დაწყებას და ითხოვს რუსი სამშვიდობოების არჩარევას.

23:50 სთ. ქართული ჯარი უხსნის ცეცხლს ბანდფორმირებების პოზიციებს. ომი ღია ფაზაში გადადის.

წინა სტატიატრანსგენდერის შეურაცხყოფისთვის, ორ პირს ორ წლამდე ციხე ემუქრება – შემთხვევა ცირკთან
შემდეგი სტატიაყოველ დილით რუსეთს უთხარი: “შენ ხარ ოკუპანტი!” – ალექსანდრე რონდელის ლექცია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური