მთავარისიახლეებიმედიცინაობიექტის მეპატრონეები ხალხმრავალი თავშეყრის მასპინძლობისთვის 10000 ლარით დაჯარიმდებიან

ობიექტის მეპატრონეები ხალხმრავალი თავშეყრის მასპინძლობისთვის 10000 ლარით დაჯარიმდებიან

Published on

მთავრობის დადგენილებით 10 აგვისტოდან აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა: ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00-05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს”. – თქვა საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული საბჭოს ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,სოციალური ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში შესაბამისი ობიექტი დაილუქება. ამის შესახებ დღეს, 9 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში, ასევე ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება. ოგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციის გავრცელება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება.პირბადის ტარება მოქალაქეებისთვის სავალდებულოა დახურულ სივრცეებში.

საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება, მაგრამ ამასთან გამკაცრდება კონტროლი ამ რეგულაციის შესრულებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ ჯარიმის შემდეგ ობიექტის დალუქვა შედეგის მომტანი იქნება.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...