მთავარისიახლეებიНе стреляй, сынок, может быть я твой отец! - მეგრული კურიოზები 2008...

Не стреляй, сынок, может быть я твой отец! – მეგრული კურიოზები 2008 წლის ომიდან

Published on

ამბობენ, რომ ეს, სხვადასხვა გვერდზე ფოტომოტივატორის სახით გავრცელებული ფრაზა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ–საქართველოს ომის დროს, ერთმა ხანშიშესულმა კაცმა მართლაც უთხრა რუს ოკუპანტებს.

რა თქმა უნდა, ამ ფოტოზე კონკრეტულად ის მამაკაცი არაა, ვიზეც ზუგდიდში სახალისო ისტორიას ჰყვებოდნენ, რომელიც შემდეგ, გივი ბერიკაშვილმა “იუმორინას” სცენიდან გააჟღერა:

როცა სამეგრელოში რუსი ოკუპანტების კოლონა შემოვიდა, ზუგდიდის შესასვლელთან მას დახვდა ერთი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელსაც ხელში შვილიშვილების მარკერით შესრულებული ტრანსპარანტი ეჭირა.

რუსი ოკუპანტები ამრეზით კითხულობდნენ და ავტომატებს უღერებდნენ კაცს, მაგრამ მას ფეხიც არ მოუცვლია. ტრანსპარანტზე ეწერა: Не стреляй, сынок, может быть я твой отец!

მეორე კურიზული შემთხვევა კი აშშ-ში მყოფ ქართველი ემიგრანტების იმ ნაწილს ეხება, რომლებიც 2008 წელსაც აშშ-ში იყვნენ და იქ სამეგრელოდან მოხვდნენ. უფრო კონკრეტულად, 2008 წლის ომის დროს, ნიუ-იორკში, საქართველოს მხარდამჭერი საპროტესტო აქციის დროს, რომელიც გაეროს ოფისთან გაიმართა, ერთ-ერთი ემიგრანტი მივიდა ლათინურ ენაზე დაწერილი არცთუ თავაზიანი მიმართვით პუტინისადმი: “პუტინ, სქან დიდა…”; “პუტინ, შენი დედაც!…”

სიახლეები

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იანვრის ბოლომდე საქართველოში ოპოზიციური პარტიები აიკრძალება

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იანვრის ბოლომდე საქართველოში ოპოზიციური პარტიები აიკრძალება. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო...

უკანონოდ დაეუფლა დაზარალებულის 16 300 ლარს – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო – ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი

"ამ უსამშობლო სიმონიანს მინდა ვუთხრა! ჯერ არავის გაუგონია მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის...

კანადა უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის $254-მილიონიან პაკეტს გადასცემს

კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა კიევს...