მთავარისიახლეებიმედიცინამავთულხლართი და 2008 წლის გმირების სია ფოტოებით - ხსოვნის აქცია ზუგდიდში

მავთულხლართი და 2008 წლის გმირების სია ფოტოებით – ხსოვნის აქცია ზუგდიდში

Published on

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, ტროტუარზე, ღამის საათებში “ლელოსა” და მოძრაობა “დროას” სამეგრელოს ორგანიზაციათა ლიდერებმა თამარ ბელქანიამ და მარიამ სიჭინავამ ხსოვნის აქცია გამართეს.

მათ სამხარეო ადმინისტრაციის წინ, სახელმწიფო დროშის დაშვების შემდეგ, მავთულხლართი გაჭიმეს და მავთულხლართებზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი, ასევე ამ ომში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების, მებრძოლების სია და ფოტოები გამოფინეს.

“აქ არიან ის ადამიანები, რომლებიც 2008 წელს იბრძოდნენ და რომელთა თავგანწირვის შედეგია ის, რომ ჩვენ ახლა ვდგავართ აქ”, – თქვა “ლელოს” ადგილობრივმა ლიდერმა თამარ ბელქანიამ.

“თუ ადგილობრივ ხელისუფლებას მართლაც აღელვებს ოკუპაცია და ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, ამ ფოტოებს ხელი არ უნდა ახლოს”, – დაამატა “დროას” ადგილობრივმა ლიდერმა მარიამ სიჭინავამ.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...