ღარიბაშვილის ლხინი ჟამიანობისას – მერე რა რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი? 

0
384

მერე რა რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი? – ასე პასუხობს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას, რომ 7 აგვისტოს ხალხმრავალ სუფრაზე იმყოფებოდა.

გუშინ ის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის საპატივსაცემო სუფრაზე იყო, სადაც, როგორც კადრებში ჩანდა, კოვიდრეგულაციები დაცული არ ყოფილა.

მანამდე კი პრემიერი ღარიბაშვილი კორონავირუსის შემთხვევების გაზრდას და ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმებას ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ მიერ გამართულ აქციებს აბრალებდა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დრომდე არ აცრილა. მას კორონავირუსი მიმდინარე წლის 6 აპრილს დაუდასტურდა, ამირან გამყრელიძის რეკომენდაციით კი კოვიდგადატანილი ადამიანები აცრას ინფიცირებიდან 120 დღის ნაცვლად, 30 დღეში შეძლებენ

 

წინა სტატიაროგორ ესმის კობახიძეს სამშობლოს ღალატი?
შემდეგი სტატიაბოლო ორ თვეში   საქართველოში 1200- ზე მეტი მიწისძვრა მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური