მთავარისიახლეებიმედიცინადიმიტრი შაშკინი 2008 წლის ომის კულისებზე: "ბევრმა არ იცის..."

დიმიტრი შაშკინი 2008 წლის ომის კულისებზე: “ბევრმა არ იცის…”

Published on

საქართველოს თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კულისების შესახებ წერს და იხსენებს იმ საერთაშორისო მხარდაჭერას, რომელმაც მაშინ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა.

“ბევრმა არ იცის, რომ ერაყში მყოფი ჩვენი ბრიგადა თბილისში დაბრუნდა ამერიკული სამხედრო თვითფრინავებით, რაც ომის პირობებში იყო პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან.

ბევრმა არ იცის, რომ თბილისის აეროპორტი რუსეთმა ვერ დაბომბა იმიტომ, რომ ასაფრენ ბილიკებზე იდგნენ ამერიკული ჰერკულესები (სატვირთო თვითმფრინავები).

ბევრმა არ იცის, რომ მე-5 ფლოტის ფლაგმანმა, რომელიც შავ ზღვაში შემოვიდა, თავისი რადარებით გააკონტროლა საჰაერო სივრცე, სამკუთხედით თბილისი-მოსკოვი-ვოლგოგრადი. . და მის მიერ კონტროლებადი სამხედრო პოტენციალი 8-ჯერ აღემატებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალს.

ბევრმა არ იცის, რომ 14.08.08 იორდანიიდან გამოფრენილ ჰერკულესებს მოჰყვებოდა ავიაგამანადგურებლები.

ბევრმა არ იცის, რომ ავიაგამანადგურებლების მეთაურის ფრაზამ, რომ რუსული თვითფრინავების ნებისმიერი აქტიურობა ქართულ ცაში იქნებოდა აღქმული, როგორც იერიში ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩაკეტა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის.

ბევრმა არ იცის , რომ „აშშ-ს ჰუმანიტარულ მისიას საქართველოში” ოფიციალურად ხელმძღვანელობდა აშშ-ს თავდაცვის მინისტრი გეიტსი.

ამ დროს ისიც ბევრმა არ იცის, რომ რუსული ჯარი საქართველოში შემოჭრაზე და ქართველების მკვლელობაზე დალოცა „ერთმორწმუნე” ქვეყნის პატრიარქმა”, – წერს შაშკინი.

შეგახსენებთ ამავე თემაზე კიდევ ერთ დეტალს: 2015 წლის აგვისტოში დიმიტრი შაშკინმა ერთი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაასაჯაროვა, რომელიც, მისი თქმით, 14 აგვისტოს აშშ-დან, მისი მეგობრისგან მიიღო:

„ეს სმს-ი მივიღე ჩემი ახლო მეგობრისგან, თეთრი სახლიდან 2008 წლის 14 აგვისტოს:

“President’s press conference is in 45 min. Gates will lead the operation. 5th fleet is on its way, Herculeses from Jordan are in the air. GEO will be safe”..

„პრეზიდენტის პრესკონფერენცია 45 წუთში იქნება. გეითსი ოპერაციას გაუძღვება. მეხუთე ფლოტი გზაშია. „ჰერკულესები“ იორდანიიდან ჰაერში არიან. საქართველო უსაფრთხოდ იქნება”.

ყველას უნდა გვახსოვდეს, ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ არის მტერი. გამგები გაიგებს, იმედი მაქვს”..

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...