მთავარისიახლეებიკონფლიქტები"არ შეეგუო ოკუპაციას" - აქცია ოკუპანტთა ბლოკ-პოსტთან

“არ შეეგუო ოკუპაციას” – აქცია ოკუპანტთა ბლოკ-პოსტთან

Published on

წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში, რუსული ბლოკ-პოსტიდან დაახლოებით 20-30 მეტრში, “ლელო საქართველოსთვის” მოძრაობა “დროას” ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართა რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად. ამ აქციით აქტივისტებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წლისთავიც აღნიშნეს.

მარიამ სიჭინავა აქციაზე საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ-ის დროშებით მივიდა. მან ბლოკპოსტთან ახლოს დატოვა წარწერა “არ შეეგუო ოკუპაციას!”. აქციაზე “ლელო საქართველოსთვის” სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერმა თამარ ბელქანიამ, რუსი ოკუპანტების გასაგონად ჩართო საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

შეგახსენებთ, ფახულანი-საბერიოს ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსული ბლოკ-პოსტი, რომლის თავზეც აფხაზური ე.წ. სახელმწიფო დროშა ფრიალებს, 2008 წლის ომამდეც არსებობდა.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...