მნიშვნელოვანი ის კი არ არის სად იქნება სააკაშვილი, არამედ სად იქნება ჩემი ქვეყანა – სააკაშვილის პასუხი მედიას

0
356

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის კი არ არის მნიშვნელოვანი, სად იქნება ის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, არამედ ის, სად იქნება ქვეყანა. ასე პასუხობს ის TV პირველის ჟურნალისტის კითხვას — 3 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი სად იქნება, იქნება ის საქართველოში?

“ის კი არ არის მნიშვნელოვანი, სად იქნება მიხეილ სააკაშვილი, ეს საქმეს წაადგება, რა თქმა უნდა, სადაც იქნება და იქნება, სადაც საჭიროა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, სად იქნება ჩემი ქვეყანა. ყველამ ვიფიქროთ იმაზე, ჩვენი კი არ ვიქნებით სად, სად იქნება ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა იქნება ერთ მუშტად შეკრული და ეს მუშტი ვისაც საჭიროა, იმას მოიშორებს საქართველოდან”, — განაცხადა მან.

სააკაშვილმა ბოლო პერიოდში არაერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. 24 ივნისს მან ჩამოსვლა ისევ დააანონსა და თქვა, რომ საქართველოში რეფერენდუმისთვის ჩამოვიდოდა. მისივე თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილისთვის სიურპრიზი იქნება.

წინა სტატიაარავაქცინირებულ მედპერსონალს შეეზღუდოს პაციენტთან კონტაქტის უფლება. – 720 ექიმის ღია წერილი მთავრობას
შემდეგი სტატიასამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით, ზეწოლა, მუქარა – ISFED-ის წინასაარჩევნო ანგარიში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური