ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა

0
420

ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა.

პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დედაქალაქის მერობის კანდიდატად მიხეილ ქუმსიშვილი წარადგინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე კი ლაშა ჩხარტიშვილი.

“თბილისის მერობის კანდიდატად ვუშვებთ, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერს, ამ თაობის უნიჭიერეს ახალაგაზრდას, მიხეილ ქუმსიშვილს და საქართველოსა და თბილისზე ვერცხლნაჭამ მოღვაწე, ცნობილ პოლიტიკოსს, ეკოლოგს, მებრძოლს, ყველასთვის საყვარელ ლაშა ჩხარტიშვილს”- ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ლეიბორისტული პარტია საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

წინა სტატიამოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა ქართული საზოგადოებები გაერთიანდება – სახდეპის სპიკერი პრაისი
შემდეგი სტატიაარცერთი ბილბორდი მე წელს არ მექნება! ჩვენ ბილბორდების გარეშეც დავამარცხებთ კორუმპირებულ კალაძეს – ნიკა მელია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური