ივანიშვილისთვის სიურპრიზი იქნება, მაგრამ ეს არ იქნება Kinder Surprise – მიხეილ სააკაშვილი

0
844

“მე პირდაპირი ფორმით ვიქნები არჩევნებთან დაკავშირებული, ივანიშვილისთვის იქნება სიურპრიზი, მაგრამ ეს არ იქნება სასიამოვნო
Kinder Surprise – ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში პირდაპირი ჩართვისას კიევიდან განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა (2003-2013) მიხეილ სააკაშვილმა.

“გუშინდელი გამოხმაურება გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით, რუსეთის მხრიდან, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კრემლს ჩემი ეშინია და უფრო ხშირად, ეშინია მხოლოდ ჩემი. ასევე ბიძინა ივანიშვილიც. მათ იციან, რომ მე მაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ასევე, იციან, რომ ჩემი სახელი ასოცირდება უამრავ წარმატებულ რეფორმასთან, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინასა და მთელ რეგიონში. მე არ ვარ ვიღაც, ვისაც შეიძლება თავში წაუთაქო და წამოუთაქო და ეს ძალიან კარგად იციან. რა თქმა უნდა, ეს რეფორმები მხოლოდ პერსონალურად ჩემი დამსახურება არ არის, ამის უკან დგას ჩემი გუნდი, ის ოქროს რესურსი, რომელმაც მაშინ შეუძლებელი შეძლო და არამარტო საქართველოში: ალბანეთში, შუა აზიის ქვეყნებში და ა.შ., ყველგან, სადაც უმუშავიათ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო უწყების პრესის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბენედიკტოვმა განაცხადა, რომ რუსეთი იმ დოზითაა მზად საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად, რა დოზითაც ამისთვის მზაობას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლება. მოსკოვი და რუსი ხალხი არასდროს სვამდა ტოლობის ნიშანს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საგარეო უწყებამ გაავრჩელა.

წინა სტატია“ბრავო, ოსტატო!”.– სერბეთი ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიურ ბრინჯაოს ულოცვს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური