რადგან წითელი ხაზები არსებობს, რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება — კობახიძე

0
273

აგვისტოს ომის 13 წლისთავის შესრულებამდე ორი დღით ადრე რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის მზადყოფნაზე საუბრობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ურთიერთობის აღდგენისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ “თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს”, რადგან ეს არ არის სააკაშვილის მმართველობის , მისი დანაშაულებრივი რეჟიმისპ ერიოდი “”

თუმცა, ამ განცხადებაში არც დეოკუპაციაზეა რაიმე ნათქვამი და არც სხვა რაიმე პირობებზე, თუ როგორ უნდა ურთიერთობების გაუმჯობესება. და უფრო მეტიც, განცხადებას დართული აქვს საქართველოს რუკა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

“იქიდან გამომდინარე, რომ წითელი ხაზები არსებობს, დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება”, — ასე პასუხობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას.

“ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა გვაქვს — არსებობს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია დეოკუპაციასთან, ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან. ამ წითელი ხაზის ფარგლებში ყველაფერზე შეიძლება ზოგადად მსჯელობა. ეს ნიშნავს იმას, რომ წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, ვერ გადაიკვეთება. დანარჩენზე ვნახოთ, რაზეა საუბარი”, — ამბობს კობახიძე.

“დანარჩენში” კი, როგორც განმარტავს, სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს გულისხმობს და ამ კონტექსტშიც ოპოზიციას ადანაშაულებს.

“რაც შეეხება სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო დისკუსია და ეს დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს. ფრენებიც არის ეკონომიკური საკითხი და არა მარტო ეკონომიკური, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ასიათასობით მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ბუნებრივია, მათთვის ეს საინტერესო საკითხია. თავის დროზე, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს პრობლემა შექმნოდათ. ვნახოთ, მომავალში რა იქნება“, — აცხადებს ის.

 

წინა სტატიახვალ, 6 აგვისტოს რიკოთის უღელტეხილზე, გზა სამი საათით დაიკეტება
შემდეგი სტატიარუსეთთან ფრენები თუ აღდგება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია – კალაძე.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური