გაიყვანეთ ეს “ბორდი” თუ “ბორდელი”, – მწერლების ჯგუფი წულუკიანს მიმართავს

0
389

გაიყვანეთ ეს “ბორდი” თუ “ბორდელი” აქედან და აღადგინეთ სამართლიანობა!- ასე მიმართავს მწერალთა ეროვნული აკადემია კულტურის მინისტრს. ვრცელი წერილით უფროსი თაობის მწერლები მწერალთა სახლის ხელმძღვანელობის ცვლილებას და მისი  სრული შემადგენლობის გაყრასაც ითხოვენ.

მწერალთა ეროვნული აკადემია “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს აღადგინოს ქართული მწერლობის ისტორიული ღირსება და უფლებები, და მოახდინოს  ჩარეცხილი ინტელიგენციის რეაბილიტაცია.

“ქალბატონო თეა! იცით თუ არა თქვენ, ვინ არიან მწერალთა სახლის ახლანდელი ბინადარნი? _ სააკაშვილის ბორდი, გუგულის ბუდეში ჩასხმული ყვავის წიწილები…[…]

რა დრო დადგა ისეთი, ქალბატონო თეა, რომ მწერალთა ისტორიულ (სარაჯიშვილისეულ) სახლში შეჭრილი მედროვე-მოროდიორები ვერ გავიყვანეთ?! სააკაშვილმა მწერალთა ისტორიულ სახლში “ეშმაკებს დაადგმევინა კარვები”, მწერლები კი სპეცრაზმებით განდევნა!.. ცხრა წელიწადი ვერც “ქართულმა ოცნებამ” მოაცვლევინა ამათ ფეხი. […]

მწერალთა სახლშიც ესენი ჩაბუდდნენ და ცოცხალი თავით არ უშვებენ მწერლებს, მემორიალურ ბაღშიც კი ვერ შეხვალ, თუ ამ აწ უკვე სასტუმრო-სარესტორნო ბაღად ქცეული სახლის დირექტორმა, ვინმე უწიგნურმა ლომოურის ქალმა არ მოგცა ნებართვა-საშვი.
ამათ აფინანსებს ყველა ანტისახელმწიფოებრივი ბიზნესი, ბანკები და ფონდები: ხაზარაძე-ოქუაშვილები და მისთანანი… […]

და რატომღაც ამათვე აფინანსებს ხელისუფლება, ანუ კულტურის სამინისტროც (ამ ქვეყნის და ხელისუფლების მაოხრებლებს და მაგინებლებს), რაც მართლა პარადოქსია!

გაიყვანეთ ეს „ბორდი“ თუ „ბორდელი“ აქედან და აღადგინეთ სამართლიანობა!
მართლაც სამწერლო, ისტორიულ-მემორიალური სახლი, სადაც მწერლებს შეკრება უხაროდათ, სიამოვნებდათ ბიბლიოთეკასა თუ ბაღში ჯდომა, არქივებში ძიება… ამათ ეს ისტორიული შენობა და გარემო მართლაც „ბარდაკად“, რესტორნად და სასტუმროად აქციეს… გაანადგურეს ბიბლიოთეკა, არქივი და სხვა მრავალი…”, – წერია წერილში. 

 

წინა სტატია,,საქართველოსა და რუსეთს შორის ,კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი დეოკუპაციაზე გადის ”
შემდეგი სტატიათბილისიდან 24 კილომეტრში 3.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური