ეკონცერტება თუ არა ზუგდიდს კორონა ვირუსის მძვინვარების პერიოდში?

0
300

დაკმაყოფილდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვა, რომლის თანახმადაც მერიას უფლება ეძლევა, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე გამარტივებული შესყიდვა განახორციელოს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესაბამის განკარგულებაში მითითებულია, რომ მერიის მიერ ტვ “იმედის” მუსიკალურ-იუმორისტული შოუს ბენდის მომსახურებისთვის თანხის გამოყოფა აკმაყოფილებს “გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის” მოთხოვნებს.

ზუგდიდის მერიამ პირდაპირი შესყიდვის წესით ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად” ბენდის მომსახურების შესყიდვაზე 19 ათასი ლარი გამოყო.

“. ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე, ეს მუსიკალური პროგრამა შექმნის სადღესასწაულო განწყობას მაყურებლებისთვის”, – ამბობენ  მერიაში.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, მერიაში განმარტავენ, რომ რეგულაციების დაცვაზე კონტროლი ორგანიზატორებს დაევალათ.

წინა სტატია2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 30 ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური