მთავარიUncategorized"ამ სისტემის დედაც!.." - ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, წარწერა დატოვეს

“ამ სისტემის დედაც!..” – ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, წარწერა დატოვეს

Published on

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ “დროას” აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ კიბეზე წარწერა “ამ სისტემის დედაც…” დატოვა, რითაც 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფიგურანტის, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ციხიდან გათავისუფლება გააპროტესტა.

შეგახსენებთ, ლუკა სირაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მანამდე კი წერილი დატოვა, რომელიც ასე მთავრდებოდა: “ამ ცხოვრების დედაც…”. გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა, რომელიც ლუკა სირაძეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, საპატიმროში მხოლოდ წელიწადნახევარი დაჰყო.

რაც შეეხება მოძრაობა “დროას” აქტივისტს, მან განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით სოლიდარობა გამოუცხადა შუშანა მაცაბერიძეს, რომელიც ასევე “დროას” აქტივისტია და თბილისში, პროკურატურასთან მსგავსი წარწერის გაკეთების მცდელობისას დააკავეს.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...