რუსეთთან ფრენები თუ აღდგება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია – კალაძე.

0
506

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსეთთან ფრენები თუ აღდგება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ასე გამოეხმაურა ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას,  სადაც ურთიერთობების აღდგენაზეა საუბარი.

“ფრენების აღდგენა თუ მოხდება ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, სხვა რამეს თუ გულისხმობენ, მე გამიჭირდება ამაზე საუბარი. ალბათ, მათ უნდა ვკითხოთ”, — განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, კალაძე ამბობს, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ამაზე საუბარი სერიოზული პრობლემაა.

“დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიებზე დგას სხვა ქვეყნის ჯარები, ოკუპირებულია, ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ცხადია, ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკებით, შეიძლება სხვა ფორმით, რომ მოხდეს ამ ტერიტორიების დაბრუნება. მთავარია, ეს ყველაფერი გაკეთდეს ეკონომიკური სიძლიერით, განვითარებით, განათლების, გონიერებით და ა.შ.”, — ამბობს კალაძე.

წინა სტატიარადგან წითელი ხაზები არსებობს, რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება — კობახიძე
შემდეგი სტატიააჭარაში 102 წლის ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური