მთავარიUncategorized2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება - ირაკლი კობახიძე

2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება – ირაკლი კობახიძე

Published on

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება.

“შეთანხმება არის ანულირებული და ჩვენ ვთქვით არაერთხელ, მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ ეს აღარასდროს მოხდება, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება”. – ამბობს ირაკლი კობახიძე.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გამართება .19 აპრილს, ევროკავშირის ჩართულობით მიღწეული შეთანხმების შედეგად, არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმს წარმოადგენდა, ვინაიდან შეთანხმება მოიცავდა პუნქტს, რომლის მიხედვითაც, თუ მმართველი გუნდი არჩევნებზე 43%-ის მიღებას ვერ შეძლებდა, ის ვალდებული იყო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა.

თუმცა, ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ  თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან “არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები”, ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით,  ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართული თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი “პრინციპული თხოვნით”, ენმ-ს წევრები პარლამენტში “ფორმალურად” დარჩებიან.

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, არტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც.

 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...