მთავარისიახლეებიკულტურაწულუკიანის ცენზურის კრახი - "ლიტერა მთარგმნელთათვის" წელს აღარ ჩატარდება

წულუკიანის ცენზურის კრახი – “ლიტერა მთარგმნელთათვის” წელს აღარ ჩატარდება

Published on

პრემია “ლიტერა მთარგმნელთათვის” წელს აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას “მწერალთა სახლი” ავრცელებს. პრემია 2020 წელს “მწერალთა სახლის” ინიციატივით დაარსდა და იგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსდა.

“ლიტერატურული პრემია “ლიტერა” და მთარგმნელობითი პრემია “ლიტერა მთარგმნელებისთვის“” კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ფინანსდება  სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამის “კულტურის ხელშეწყობა” ფარგლებში ერთიან პროექტად და სამინისტროს პოზიციაა, განიხილოს ორივე პრემიის ჩატარება ერთიან ჭრილში, შესაბამისად, ლიტერატურული კონკურსი “ლიტერა მთარგმნელებისთვის 2021″ ვეღარ გაიმართება”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის პრემია “ლიტერა” მწერლების, პოეტებისა და ჟიურის წევრების პროტესტის შემდეგ ჩაიშალა. კონკურსში მონაწილე პირთა აბსოლიტურმა უმრავლესობამ მონაწილეობაზე უარი ორი მიზეზით თქვა – კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის გამო, და ამ მინისტრის მიერ ჟიურიში საკუთარი სურვილით ერთი წევრის დანიშვნის.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...