რა უნდა ვიცოდეთ ბუნებაში გასვლისას და როგორ დავიცვათ ტყეები ცეცხლისგან

0
493

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის სიუჟეტში დაწვრილებითაა განხილული, რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა, რათა თავიდან აირიდონ ტყის ხანძრები და ქვეყანა არ აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენი მეზობელი თურქეთი ან ხმელთაშუაზღვისპირეთი აღმოჩნდა.

ზაფხულია და ცხადია, ადამიანები დასასვენებლად ან ზღვის სანაპიროს, ან გრილ ადგილებს არჩევენ. ძალიან ბევრი ადამიანი ან ჯგუფებად, ან წყვილ-წყვილად, ან სულაც მარტო ტყეში სალაშქროდ მიდის. ასეთი ტურისტების უმრავლესობას თან მიაქვს მშრალი საკვები, მაგრამ არიან ისეთებიც, ძირითადად, ქართველები და კავკასიელები, რომლებსაც თან მიაქვთ სამწვადე ხორცი და პიკნიკში შედის კოცონის დანთება და მწვადის შეწვა, ან|და სხვა კერძების მომზადება.

გავრცელებული მოსაზრებით, ტყის ხანძრების გამომწვევი მიზეზი, უფრო ხშირად, სწორედ სათანადოდ ვერჩამქრალი კოცონებია და ეს, უმეტესწილად, სიმართლეა, მაგრამ კოცონი და ნაპერწკალი არ არის ერთადერთი მიზეზი, რამაც, შესაძლოა, ტყის ხანძრები გამოიწვიოს: სიგარეტის ნამწვის გარდა, ხანძარი, შესაძლოა, მაღალ ტემპერატურაზე შუშის ბოთლებმაც გამოიწვიოს. თუ ბოთლი გამხმარ ბალახში გდია და მას მზე დააჭერს, მაღალმა ტემპერატურამ, შესაძლოა, აალება გამოიწვიოს.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა ნავარაუდევი. შესაბამისად, სიფრთხილე გვმართებს ყველას, ვისაც ბუნებაში გასვლა და პიკნიკი, სიგრილეში წამოწოლა თუ წიგნის კითხვა ან ფილმის ყურება მოსწონს.

წინა სტატიაოცნებების სასაფლაო – მთავრობამ ერთი კგ ყურძნის ჩასაბარებელ ფასად 90 თეთრი განსაზღვრა.
შემდეგი სტატიატემპარატურა მოიმატებს – ნახეთ, როგორი ამინდია დღეს საქართველოს რეგიონებში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური