მთავარისიახლეებიკულტურახელოვნების მუზეუმის შენობა საყდრისის ამფეთქებელს ხელს უშლის უკანა ეზოში

ხელოვნების მუზეუმის შენობა საყდრისის ამფეთქებელს ხელს უშლის უკანა ეზოში

Published on

 

ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის გადასარჩენად – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

“ექვთიმეს გადარჩენილს თვითმარქვია ექვთიმე ანგრევს. გუშინ საყდრისი. დღეს ხელოვნების მუზეუმი. რა იქნება ხვალ? ეროვნულ მემკვიდრეობას თუ ვერ დავიცავთ, შთამომავლობა არ გვაპატიებს”. – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

“ყველა მიზეზი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ამ შენობას და მასში დაცულ საგანძურს საფრთხე ემუქრება. ამის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. მე არც მეგონა, რომ საყდრისის აფეთქება შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს მოხდა” – განაცხადა თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა  აქციაზე.

“როდესაც ამ მუზეუმზე ჯერ ამბობენ, რომ არარენტაბელურია, როგორ შეიძლება იყოს მთავარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არარენტაბელური. ვინც კი კითხვა დასვა ევაკუაციის გეგმასთან დაკავშირებით, ისინი ჩამოალაბორანტეს, დააქვეითეს. პროცესი არ არის საჯარო, არ არის გამჭვირვალე. უკან შუშის შენობას აშენებენ და ისეთი განცდა გვრჩება, რომ უკანა ეზოში ხელს უშლით ეს შენობა. ეს არის რეალური საფრთხე და ძალიან ლეგიტიმურია პროტესტი და ადამიანების შიში”. – თქვა ხვადაგიანმა.

“საზოგადოება, თბილისის მოქალაქეები, პროფესიონალები, ამ სფეროს მკვლევრები ერთნაირად შევშფოთდით. ამის მიზეზი უპირველესად არის ჩვენი მოლოდინები. როგორც ყოველთვის, ყველა სფეროში მოლოდინებს განაპირობებს გამოცდილება. ჩვენ გვაქვს ხელისუფლებასთან ურთიერთობის ძალიან ცუდი გამოცდილება კულტურულ მემკვიდრეობასთან ან ზოგადად კულტურის სფეროსთან მიმართებით. ეს ნეგატიური გამოცდილება უახლეს წარსულში ერთი-ორად გამწვავდა.

საქმე არ ეხება მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობას, ფონი და კონტექსტი, რომელიც თუნდაც ამჟამინდელმა მინისტრმა შექმნა, თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის უმწვავესი და იწვევს ცალსახა პროტესტს, ბრაზს და წინააღმდეგობის გაწევის სურვილს”. – თქვა ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიამ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....