გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე საქართველოზე იმსჯელა

0
346

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე იმსჯელეს.

სხდომის დასრულების შემდგომ კი უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს. მათ საოკუპაციო რეჟიმს უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუასა და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებისკენაც მოუწოდეს.

“მიმდინარე კვირას აღინიშნება 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დაწყების 13 წლისთავი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და კონტროლის განხორციელებას საქართველოს განუყოფელ ნაწილებზე, ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს, ბორდერიზაციის პროცესის ინტესიფიკაციას, თვითნებურ დაკავებებს, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებებს”, – თქვა გაერო-ში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანდრე ლიპანდიმ.

მან ყველას კიდევ ერთხელ შეახსენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც დადასტურებულია, რომ რუსეთი ადამიანების უფლებების მძიმე დარღვევებზეა პასუხისმგებელი.

ამ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს სრულად შეასრულოს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

წინა სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი
შემდეგი სტატიამარიანა ჩოლოიანი თავისუფალია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური