მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა 

გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა 

Published on

გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა.

სხდომის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს ქვეყნებმა: აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ირლანდიამ, ნორვეგიამ, ესტონეთმა და საფრანგეთმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. განცხადებას უერთდება საბჭოს მომავალი წევრი ქვეყანაც – ალბანეთი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერ განცხადებას ასევე შეუერთდა უკრაინის მისია გაეროში.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები განცხადებაში კვლავ გამოთქვამენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას. ასევე გმობენ რუსეთის პროვოკაციებს, როგორიცაა საქართველოს მოქალაქეთა გატაცება, სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ რეგიონებში, ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვა, ე.წ. ბორდერიზაცია, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას გალსა და ახალგორში, ქმედებები, რომლებიც პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა. გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნები რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებული ირაკლი ბებუა და საქართველოს სხვა მოქალაქეები.

გაეროს უშიშროების საბჭო გამოთქვამს წუხილს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში ვერ ხერხდება ჰუმანიტარული მდგომარეობის კონტროლის მონიტორინგის შეუზღუდავი მექანიზმების დაშვება.

უშიშროების საბჭოს ქვეყნებმა ახსენეს 2021 წლის იანვარში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციას, როგორც სახელმწიფოს, რომელიც ახორციელებს ოკუპირებული რეგიონების ეფექტურ კონტროლს, ეკისრება პასუხისმგებლობა აქ ჩადენილ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე.

 

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...