მთავარიUncategorizedდაშაულების პირდაპირი წაქეზება — “საია” ჩოლოიანის გათავისუფლებაზე

დაშაულების პირდაპირი წაქეზება — “საია” ჩოლოიანის გათავისუფლებაზე

Published on

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” “მძიმე მოულოდნელობას” უწოდებს ინფორმაციას 2019 წელს გარდაცვლილი ლუკა სირაძის საქმეში მონაწილე გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ადგილობრივი საბჭოს ეს გადაწყვეტილება უნდობლობას იწვევს იმ პირობებში, როცა საქმესთან დაკავშირებით კვლავაც არსებობს არაერთი კითხვა.

“ძალიან აღშფოთებულები და გაბრაზებულები ვართ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ვნახეთ მარიანა ჩოლოიანთან დაკავშირებით და მორიგ უსამართლობასთან მიმართებით, რომელიც ლუკა სირაძის საქმეში მოხდა”, — აღნიშნა “საიას” თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა, 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს არის “არა მხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილება, არამედ პირდაპირი წაქეზება ნებისმიერ იმ დანაშაულისა, რომელიც სამართალდამცავებმა შეიძლება ჩაიდინონ ნებისმიერ ჩვენგანის მიმართ და ისინი უბრალოდ დაუსჯელები დარჩნენ”.

“იმ პირობებში, როდესაც პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გამოყენება საქართველოში, როგორც წესი, დაუსაბუთებლად, ინდივიდუალური გარემოებების მხედველობაში მიუღებლად, გაჭიანურებულად მიმდინარეობს, უსამართლობის განცდას აჩენს და სამართლიან კრიტიკას იწვევს მარიანა ჩოლოიანის სწორედ ამ მექანიზმის გამოყენებით სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება”, — დასძენს “საია”.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული პირველი ინსტანციის მიერ 2020 წლის 7 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულების ბრალდებით. შესაბამისად, არსებობს სასჯელის დამძიმების შესაძლებლობა. მორიგი სხდომა 9 აგვისტოს უნდა გაიმართოს.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...