მთავარიUncategorizedბრიტანეთმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

ბრიტანეთმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

Published on

8 აგვისტოდან გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა~, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოდან ბრიტანეთში გამგზავრება აღარ შეეძლებათ. მთელი რიგი რეგულაციების დაცვით საქართველოდან ბრიტანეთში ჩასვლა შეეძლებათ მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის და ბრიტანეთში ცხოვრების უფლების მქონე მოქალაქეებს.

იმ ადამიანებს, ვისაც შეეძლება წითელი ქვეყნიდან ბრიტანეთში დაბრუნება, მოუწევთ გამგზავრებამდე PCR ტესტის გაკეთება, ჩასვლის შემდეგ კი 10-დღიან თვითიზოლაციაში ყოფნა, ხოლო ჩასვლიდან პირველი ორი დღის პერიოდში და მე-10 დღეს PCR ტესტების გაკეთება. მოცემული რეგულაციები ეხებათ სრულად ვაქცინირებულებსაც.

გაერთიანებული სამეფოს წითელი ქვეყნების სიაში 66 ქვეყანა იყო. 8 აგვისტოდან ჩამონათვალს დაემატება შემდეგი ქვეყნები: საქართველო, მაიოტი, მექსიკა და რეუნიონი.

მწვანე ქვეყნების სიაში 8 აგვისტოდან ემატება: ავსტრია, გერმანია, ლატვია, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...