აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ განიხილავს ირაკლი ბებუას ვადამდე გათავისუფლების საკითხს

0
363

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა, კერძოდ, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, „საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთში გასამართლებულია ჩადენილი დანაშაულის გამო და სასჯელს იხდის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად“.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებაში, რომელიც ეხება შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის მიერ უწყების სტრატეგიის წარდგენისას მოყვანილ ფაქტებს, მათ შორის, მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების შემთხვევებს, ნათქვამია, რომ ირაკლი ბებუას “ვადამდე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება”.

3 აგვისტოს, თბილისში, სტრატეგიის პრეზენტაციისას თეა ახვლედიანმა თქვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში ჩება ორი მოქალაქე – ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი.

„რწმენას გამოვთქვამ, რომ მათი გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა

წინა სტატიაბრიტანეთმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური