ვის დაუჯერებს ხალხი, მზექალა შანიძის აცრის ფოტოს თუ ვინმე მამაო ჯემალს?

0
527

 თეოლოგი ბასილ კობახიძე აცრებისადმი ეკლესიის დამოკიდებულებაზე წერს და ამბობს, რომ ანტივაქსერი მღვდლები ხალხს კოვიდისთვის წირავენ.

,,.წარმოიდგინეთ, ეკლესია რომ აცრისაკენ მოუწოდებდეს ხალხს, დღეში 40-მდე დაღუპული და 5000-მდე ინფიცირებული გვეყოლებოდა? რეალობაზე რატომ ვხუჭავთ თვალს? ამ საცოდავი ქვეყნის საუბედუროდ აქ მხოლოდ ეკლესიას აქვს გავლენა, სულ ტყუილია რაღაც პოსტერები: “მე ავიცერი, შენ?” ან ცნობადი როჟების აცრის ფოტოები.

უფრო მეტიც, ხალხი ვის დაუჯერებს, მზექალა შანიძის აცრის ფოტოს თუ ვინმე მამაო ჯემალს? აი, მე ვპოსტავ ერთი, ორი, სამი ანტივაქსერი მღვდლის ქადაგებას და მართლა სამნი კი არ არიან ესენი, მთელი ეკლესია, მღვდელიც და მრევლიც, გამალებით პროპაგანდირებს ვაქცინის წინააღმდეგ. განსაკუთრებით უმატებს, როდესაც პანდემიის პიკია.

ცხადია, რაციონალურად ამის ახსნა შეუძლებელია. სწორედ ამიტომაცაა კატასტროფა, რომ შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის ხელისუფლებებმა ხალხის ცნობიერება, მთელი თაობების, მამაოების ბრჭყალებში ჩააგდეს.

ეკლესია გახდა ერთადერთი რეალური ძალა, აგერ კაციც მოკლა და არაფერი. ეკლესია გახდა საზოგადოებისათვის საშიში ძალა და ახლანდელი ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად აძლიერებს მას. მაგრამ ხომ შეეძლო მთავრობას ეკლესიისთვის ეთხოვა: აცრისაკენ მაინც მოუწოდე ადამიანებსო. სთხოვა კიდევაც, ეს პირდაპირ ეთერშიც ვნახეთ, როგორ გამოაბუნძულა პატრიარქმა გახარია და ამირან გამყრელიძე. რადგან სულით მკვლელია ეკლესია და სწორედ ეგ დაღუპავს საბოლოოდ ამ საცოდავ სახელმწიფოს. წერს ბასი კობახიძე

 

წინა სტატიაგაჩერებული საათიც დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს – ამბობს ოპოზიცია ზურაბიშვილის განცხადებაზე
შემდეგი სტატია223 კგ – ლაშა ტალახაძემ ტოკიოზე, მისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური