მთავარისიახლეებიმედიცინასპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტლის გასახსნელად ემზადებიან - "მთავარი არხი"

სპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტლის გასახსნელად ემზადებიან – “მთავარი არხი”

Published on

შესაძლოა, სპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტალი გაიხსნას, – ინფორმაციას საკთარ, კარგად ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით “მთავარი არხი” ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, არაფერი იციან სპორტის სასახლის დაცვის წევრებმაც – ისინი ამბობენ, რომ არ იციან, მიმართა თუ არა ადმინისტრაციას ჯანდაცვის სამინისტრომ.

კატასტროფული მდგომარეობაა კლინიკებში. მაგალითად, ერთერთ კლინიკაში არსებული 200 კოვიდსწოლიდან 195 უკვე დაკავებულია, მსგავსი სიტუაციაა პედიატრიულ კლინიკებშიც.

“ჩვენთან 160 საწოლია, რომელიც, ფაქტობრივად, შევსებულია, ასეთივე მდგომარეობაა რეანიმაციის განყოფილებაში. ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა კოვიდპაციენტების მომართვიანობა საქართველოშიც და ჩვენს კლინიკაშიც მსგავსი სურათია”, – ამბობს ზურა ჩხაიძე, კლინიკა “ვივამედის” მენეჯერი.

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – გარდაცვლილია 38 ადამიანი. მათი თითქმის 100% აუცრელი იყო.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...