მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის განცხადებას დაბალანსება სჭირდებოდა - ამბობენ ,,ქართულ ოცნებაში''

პრეზიდენტის განცხადებას დაბალანსება სჭირდებოდა – ამბობენ ,,ქართულ ოცნებაში”

Published on

 

..ქართული ოცნების”წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის კრიტიკულ განცხადებას დაბალანსება სჭირდებოდა. მათი აზრით, სალომე ზურაბიშვილმა არაობიექტურად შეაფასა დესტრუქციული პროცესების განვითარების მცდელობა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან.

” ვფიქრობ, პრეზიდენტი ეცადა, ასე თუ ისე, გამოეყვანა სიტუაცია უფრო მეტად დაბალანსებული და პრაქტიკულად არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც ჰქვია დესტრუქციული პროცესების განვითარების ინტენსიური მცდელობა “, — აღნიშნა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ.

ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა ფიქრობს, რომ პრეზიდენტს მეტი აქცენტი უნდა გააკეთებინა მიშელის დოკუმენტზე ხელის არმომწერ პარტიაზე. მისი აზრით, მმართველი პარტია ეცადა ესკალაციის შემცირებას.

“მე ვისურვებდი, რომ ქალბატონ პრეზიდენტს უფრო მეტი აქცენტირება გაეკეთებინინა, ვთქვათ მიშელის დოკუმენტზე არ მომწერი ჯგუფის, რადიკალების მისამართითაც.

შეთანმებაში  , ცალმხრივად არაფერში არ წერია, ამიტომ  პრეზიდენტის გამოსვლას ალბათ არ აწყენდა განცხადება რადიკალურ ოპოზიციაზე , ასე მისი სიტყვა უფრო დაბალანსებულად წარმოჩნდებოდა“, ჩვენ კი რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ,  — აღნიშნა მან.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის აზრით, პრეზიდენტის შეფასებები კრიტიკას იმსახურებს. თანაპარტიელების მსგავსად ისიც ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილს მოვლენების კრიტიკულად შეფასებისას უნდა გაეთვალისწინებინა გარკვეული გარემოებები, რათა ვითარება სწორად წარმოეჩინა.

“გარკვეულ კრიტიკას მისი შეფასებები, ყოველ შემთხვევაში იმსახურებს. იმ თვალსაზრისით, რომ მე არ მგონია, რომ სწორად იქნა წარმოჩენილი ვითარება, მათ შორის, განსაკუთრებით მაგალითად ხაზს გავუსვამდი იმ გარემოებას, რომ ითქვა თითქოსდა ოპოზიცია შემოვიდა და ის კონსტრუქციულად მუშაობდა პარლამენტში და თითქოს ისევ მოწმენდილ ცაზე მეხივით იქნა მიღებული გადაწყვეტილება შემდგომ ამ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. ეს ესე რეალურად ნამდვილად არ არის და მე ვფიქრობ, რომ ლოგიკური იქნებოდა თუკი პრეზიდენტი ამ გარემოების მხედველობაში მიღებით შეაფასებდა მოვლენებს”, — განაცხადა სარჯველაძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...