მთავარიUncategorizedლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ოქროც მოიპოვა და მსოფლიო რეკორდიც გააუმჯობესა

ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ოქროც მოიპოვა და მსოფლიო რეკორდიც გააუმჯობესა

Published on

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ოროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური ოქროს აღება ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე მოახერხა. პირველად ეს მან რიოში, 2016 წელს გააკეთა.

თავდაპირველად ატაცში ლაშა ტალახაძემ მისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო აკვრაში ასევე, საკუთარ მსოფლიო რეკორდს შეუტია და გააუმჯობესა.

ლაშა ტალახაძემ ატაცში 208 კგ პირველივე მცდელობაზე, ხოლო მეორე მცდელობაზე 215 კგ ასწია, მესამე მცდელობაზე მან 223-ს სძლია და ამით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა (მისივე მაჩვენებელი გააუმჯობესა).

რაც შეეხება აკვრას, თავდაპირველად ლაშამ 245, შემდეგ 255, მესამე ცდაზე კი 265 კგ ასწია და ატაცისა და აკვრის ჯამში, 488 კგ დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ვერცხლის მედლის პრიზიორს ლაშა ტალახაძის მიერ დაძლეულ მაჩვენებელზე 47 კგ-ით ნაკლები აქვს დაძლეული.

ლაშა ტალახაძის მწვრთნელია ასევე ცნობილი ძალოსანი გიორგი ასანიძე.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...