ჰაერის ტემპერატურამ 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს გადააჭარბოს

0
642

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება. ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.

სინოპტიკოსების ცნობით, 6 – 7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას.

წინა სტატიაჟოლო ციხეში და იუსტიციის მინისტრი პარლამენტში
შემდეგი სტატიაგაჩერებული საათიც დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს – ამბობს ოპოზიცია ზურაბიშვილის განცხადებაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური