მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაჩერებული საათიც დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს - ამბობს ოპოზიცია ზურაბიშვილის განცხადებაზე

გაჩერებული საათიც დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს – ამბობს ოპოზიცია ზურაბიშვილის განცხადებაზე

Published on

საერთაშორისო ზეწოლამ გარკვეულწილად იმოქმედა და პირველად ეს გამოჩნდა პრეზიდენტის განცხადებაში, როდესაც მან ღიად გააკრიტიკა შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ქართული ოცნება. – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ  19 აპრილის შეთანხმება “უალტერნატივო” იყო და მან უკვე შეასრულა მნიშვნელოვანი როლი

,,,ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეს დამოკიდებულება ასე არ დასრულდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება მიბმული არა საქართველოს მოქალაქეების დასჯაზე, არამედ მიბმული აუცილებლად უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ავტოკრატიული რეჟიმის, ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლების და მაღალჩინოსნების სანქცირებისკენ.” – ამბობს ხატია დეკანოიძე

,,სალომე ზურაბიშვილისნაირი ფიგურა, რომელზეც მე საერთოდ არ შემცვლია  აზრი და, რბილად რომ ვთქვა, იგივე ნეგატიური შეფასება მაქვს, ხვდება, ისე შეტოპა ივანიშვილის რეჟიმმა, რომ უნდა პირადი კონტაქტებისთვის მაინც რაღაც ხარკი გადაიხადოს-  ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერიასა;ომე ზურაბიშვილის განცხადებას.

,,ეს ხარკი აიძულებს მას თქვას, რომ ეგ გადაწყვეტილებები არ არის სწორიო, ბევრ სხვა სისულელესთან ერთად. როგორც იტყვიან, გაჩერებული საათიც დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს.ეს სიმპტომია, რამდენად იზოლირებულია ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მაგრამ ამაზე მეტ მნიშვნელობას ამას არ მივანიჭებდი”.

,,კარგი იყო ეს განცხადება ცალსახად, მაგრამ არ მგონია, რომ ეს რაღაც სერიოზული დაპირისპირება იყოს ქართულ ოცნებასთან ან ბოლომდე ადეკვატური იყოს იმ რეალობაში,რომელშიც  ჩვენ ვართ. მაშინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად ჩააგდო 19 აპრილის შეთანხმება, დრო გაწელა, გამოიყენა ეს დრო, რომ ჩაებეტონებინა კლანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში.

ამ მოცემულობაში უბრალოდ იმის თქმა, რომ სიტყვა უნდა დაიცვა, ჩემი აზრით, საკმარისი არ არის. მგონია, რომ ბევრად მკაცრი განცხადება უნდა ყოფილიყო. ”- ამბობს  გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე

 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...