მთავარისიახლეებიმსოფლიოდარჩით სახლში, დაკეტეთ ფანჯრები... - საქართველოს საელჩო საბერძნეთში

დარჩით სახლში, დაკეტეთ ფანჯრები… – საქართველოს საელჩო საბერძნეთში

Published on

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაჩენილი ტყის ხანძრებისგან დაზარალებული ქვეყნების სიას საბერძნეთიც დაემატა, სადაც რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან ახლოს ტყეებში, ხანძრები მძვინვარებს. მოხდა რამდენიმე დასახლებული პუნქტის ევაკუაციაც.

საბერძნეთში საქართველოს საელჩო საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომლებიც ამ მომენტისთვის საბერძნეთში იმყოფებიან.

“ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილოეთ ატიკაში მიმდინარე ხანძრის გამო, მოგიწოდებთ დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს: აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილოეთი ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდებულია, დახუროთ კარები და ფანჯრები.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.

საბერძნეთის სახელმწიფო გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: ატიკას მაცხოვრებლებო, თუ ხანძრის გამო სახლში ვერ მიდიხართ, დარეკეთ 1135-ზე. მოგაწვდით ინფორმაციას თუ რომელ სასტუმროში განთავსდეთ. სახელმწიფო სრულიად დაფარავს ხარჯებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166,” – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საბერძნეთის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა 43 გრადუსს აღწევს, ამის პარალელურად კი, მეხანძრეები ცეცხლს კრიონერიში, ჩრდილოეთ ათენის და მესინიას სამხრეთ ნაწილში ებრძვიან.

სახანძრო ბრიგადების ინფორმაციით, კრიონერიში ცეცხლს ადამიანები და უძრავი ქონება არ დაუზიანებია.

ხოლო კორონიში ხანძარმა ზოგიერთი სახლის შიდა ეზოებში შეაღწია.

ათობით სახანძრო და ვერტმფრენი ცეცხლის შეჩერებას ცდილობს.

თვითმხილველთა თქმით, ხანძრისგან გამოწვეული კვამლის დანახვა კალამატას სანაპიროდანაც კი არის შესაძლებელი.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...