მთავარისიახლეებიმსოფლიოდარჩით სახლში, დაკეტეთ ფანჯრები... - საქართველოს საელჩო საბერძნეთში

დარჩით სახლში, დაკეტეთ ფანჯრები… – საქართველოს საელჩო საბერძნეთში

Published on

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაჩენილი ტყის ხანძრებისგან დაზარალებული ქვეყნების სიას საბერძნეთიც დაემატა, სადაც რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან ახლოს ტყეებში, ხანძრები მძვინვარებს. მოხდა რამდენიმე დასახლებული პუნქტის ევაკუაციაც.

საბერძნეთში საქართველოს საელჩო საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომლებიც ამ მომენტისთვის საბერძნეთში იმყოფებიან.

“ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილოეთ ატიკაში მიმდინარე ხანძრის გამო, მოგიწოდებთ დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს: აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილოეთი ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდებულია, დახუროთ კარები და ფანჯრები.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.

საბერძნეთის სახელმწიფო გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: ატიკას მაცხოვრებლებო, თუ ხანძრის გამო სახლში ვერ მიდიხართ, დარეკეთ 1135-ზე. მოგაწვდით ინფორმაციას თუ რომელ სასტუმროში განთავსდეთ. სახელმწიფო სრულიად დაფარავს ხარჯებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166,” – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საბერძნეთის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა 43 გრადუსს აღწევს, ამის პარალელურად კი, მეხანძრეები ცეცხლს კრიონერიში, ჩრდილოეთ ათენის და მესინიას სამხრეთ ნაწილში ებრძვიან.

სახანძრო ბრიგადების ინფორმაციით, კრიონერიში ცეცხლს ადამიანები და უძრავი ქონება არ დაუზიანებია.

ხოლო კორონიში ხანძარმა ზოგიერთი სახლის შიდა ეზოებში შეაღწია.

ათობით სახანძრო და ვერტმფრენი ცეცხლის შეჩერებას ცდილობს.

თვითმხილველთა თქმით, ხანძრისგან გამოწვეული კვამლის დანახვა კალამატას სანაპიროდანაც კი არის შესაძლებელი.

სიახლეები

ორსანტიაში ზუგდიდის მერის წარმომადგენელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის...

ორსანტიის გამგებელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში – ე.ბ. დააკავეს -...

ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ქვეყნიდან გავაძევებდი – კალაძე ევროკავშირის ელჩზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "მასზე რომ იყოს დამოკიდებული", საქართველოდან ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის...

თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც "ტაბულას" შინაგან საქმეთა...