თუ ეპიდვითარება კვირის ბოლომდე არ დასტაბილურდა, შეზღუდვების საკითხს დავაყენებთ – თამარ გაბუნია

0
647

“ბოლო 2 დღის განმავლობაში საქართველოში კოვიდით დასნებოვნების 4 000-ზე მეტი შემთხვევაა  გამოვლინდა.
რაც მიუთითებს იმას, რომ რეალურად მეოთხე ტალღის პიკია – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია

ძალიან გვეხმარებოდა კომენდანტის საათი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოიხსნა კურორტული სეზონიდან გამომდინარე… ვფიქრობთ, რომ მომდევნო ერთი კვირა მაინც გვჭირდება, რათა დავაკვირდეთ ტენდენციას. პროგნოზულად პიკში ვიმყოფებით და რამდენიმე დღეში უნდა დასტაბილურდეს შემთხვევები. თუ დასტაბილურდა შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სექტორი ამ დაწოლას გაუძლებს და შემდეგ უნდა წამოვიდეს ქვემოთ ინფიცირება, მაგრამ თუ კვირის ბოლომდე არ დასტაბილურდა, დავაყენებთ შეზღუდვების გააქტიურების საკითხს”- ამბობს თამარ გაბუნია.

მისი თქმით, ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება. დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებულია 7 000-მდე საწოლი, დამატებითი კლინიკებიცაა ჩართული,რათა თუ პაციენტს ჰოსპიტალური მართვა სჭირდება, ჰოსპიტალში იყვნენ. ,,გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისთვის, რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს. პრევენციული ზომების გატარება ამ პირობებში საკმაოდ რთულია, მთავარი ჯანდაცვის საშუალება პირბადის გამოყენებაა”

წინა სტატიაფედერაციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ზურაბ დათუნაშვილის წარმატება მისი სამშობლოს წარმატება არ ყოფილიყო
შემდეგი სტატიაოცნებების სასაფლაო – მთავრობამ ერთი კგ ყურძნის ჩასაბარებელ ფასად 90 თეთრი განსაზღვრა.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური