ლექსო ლაშქარავა მსოფლიოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის აგვისტოს სიის ათეულში მოხვდა

0
411

5 ივლისს სასტიკად ნაცემი “ტვ პირველის” ოპერატორი  ლექსო ლაშქარავა მსოფლიოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის აგვისტოს სიის ათეულში მოხვდა – ამის შესახებ გამოცემა “დოიჩე ველე” წერს.

“დოიჩე ველეს” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ლექსო ლაშქარავაზე წერია, რომ ”ტვ პირველის” ოპერატორი თბილისში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ლგბტ თემის წინააღმდეგ გამართული აქციაზე მუშაობის პროცესში ტვინის შერყევა მიიღო და სახის ძვლები ჩაუმსხვრიეს, ამის შემდეგ მას ოპერაცია დასჭირდა. პოლიციამ მისი სიკვდილის ფაქტზე საქმე აღძრა.

სტატიაში, ასევე საუბარია, ჟურნალისტების ცემისა და თავდასხმაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ლიბია, ეგვიპტე, თურქეთი, ირანი, ავღანეთი და სხვა.

ლექსო ლაშქარავას საქმეზე  გამოძიება ამ დრომდე მიმიდნარეობს, თუმცა დაკავებული არცერთი ორგანიზატორი არაა. –  წერია ატატიაში

შეგახსენებთ, კოალიცია “ერთიანი თავისუფალი პრესისთვის” ყოველთვიურად ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე. აგვისტოს სიაში მოხვდა ბოლოდროინდელი შემთხვევები, როცა ფოტოგრაფები, ვიდეოჟურნალისტები და რეჟისორები სამიზნეები მათი საქმიანობის გამო გახდნენ.

წინა სტატიასაქართველოს ციხეებში სანიმუშო ვითარებაა – ასე ფიქრობს ირაკლი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაჟოლო ციხეში და იუსტიციის მინისტრი პარლამენტში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური