მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ დასაჯეს ზუგდიდის საჯარო სკოლების უკვე ყოფილი დირექტორები ?

რატომ დასაჯეს ზუგდიდის საჯარო სკოლების უკვე ყოფილი დირექტორები ?

Published on

“ქართულმა ოცნებამ” სკოლის დირექტორების საარჩევნო პროცესებში ჩართვა ისევ დაიწყო. სამეურვეო საბჭოს მიერ 6 წლის ვადით არჩეულ დირექტორებს  2020 წლის 13 ოქტომბრამდე ამოეწურათ ვადა. დირექტორების ნაწილი განათლების მინისტრმა სასწრაფო წესით დანიშნა, ნაწილი კი დანიშვნას ამ დრომდე ელოდებოდა. ცნობილი ხდება, რომ თანამდებობაზე მათ სხვა სკოლებიდან შემოყვანილი დირექტორები ჩაანაცვლებენ.

,,მთავარი არხის” ჟურნალისტის ემა გოგოხიას თქმით,   ზუგდიდის საჯარო სკოლების უკვე ყოფილი დირექტორები ყვებიან, რომ ისინი მხოლოდ იმის გამო დაისაჯნენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაცია არ ჩაატარეს. რესურსცენტრში ამბობენ, რომ 51 საჯარო სკოლიდან 24-ში დირექტორი უკვე დაინიშნა, ხოლო დანარჩენი სკოლების ხელმძღვანელები უახლოეს დღეებში დაინიშნებიან.

“გამიჩნდა კითხვები, თუ ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, მოვალეობის შემსრულებლობის უფლებამოსილება მისცეს, რატომ არ გამიგრძელეს მე? მოჰყავთ მათთვის საიმედო პირები, ვინც “ოცნების” წევრიც არის”,- ამბობს ყოფილი დირექტორი, ინეზა კვიტატიანი.

ყოფილი დირექტორები ამბობენ, რომ ერთადერთი ნაკლი, რაც მათ უპოვეს არის ის, რომ პოლიტიკური  აგიტაცია-პროპაგანდა არ ჩაატარეს.

“ერთადერთი ნაკლი რაც მქონდა ის იყო, რომ მე არ შემიძლია წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდა. სხვა არაფერი არ რჩება, გარდა ამისა, რომ ვარ სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით დევნილი”,- ამბობს კობა კვიკვინია.

რაც შეეხებათ იმ დირექტორობის კანდიდატებს, რომლებიც დანიშვნას ელოდებიან, ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” წევრები არ არიან, მაგრამ მხარდამჭერები შეიძლება იყვნენ.

“მე საბუთები გავგზავნე სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე და ველოდები დანიშვნას. არ ვარ “ქართული ოცნების” წევრი, მაგრამ მომხრე შეიძლება ვიყო. კომისიის თავმჯდომარეც ვიყავი, ოლქი ნიშნავს 6 კაცს, დანარჩენი პარტიის წარმომადგენლები არიან და იმ ექვსში ვიყავი მეც”,- თქვა რუსიკო ფანგანმა

დირექტორები აპირებენ, რომ პროკურატურაში განცხადება შეიტანონ. მათი თქმით, რამდენიმე მათგანმაუკვე გამოთქვა სურვილი, ღიად დაადასტუროს, რომ “ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ მოითხოვდა, რომ მათი კანდიდატის სასარგებლოდ ემუშავათ.

სიახლეები

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა...

ზელენსკი: მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს

"მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს. ძალიან უცნაური დუმილია" - ამის შესახებ...

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...