მთავარისიახლეებიმედიცინა"მოჰყავთ და მოჰყავთ მძიმე კოვიდპაციენტები, ადგილები ჩემს თვალწინ დამთავრდა..."

“მოჰყავთ და მოჰყავთ მძიმე კოვიდპაციენტები, ადგილები ჩემს თვალწინ დამთავრდა…”

Published on

სოციალურ ქსელ ფეისბუქზე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია მძიმე კოვიდსიტუაციის შესახებ, რომლის წინაშეც აღმოჩნდა საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკზე.

ლაშა გაბელია წერს, რომ დღეს ერთერთი მსხვილი კლინიკის ემრჯენსში მოუწია ყოფნა თითქმის მთელი დღის განმავლობაში, სადაც მოწმე გახდა, როგორ ამოიწურა თავისუფალი ადგილების რაოდენობა რეანიმაციის განყოფილებაში, მძიმე კოვიდპაციენტებისთვის.

“მეგობრებო, დღეს მიზეზთა გამო რამდენიმე საათი მომიწია ერთ-ერთი მსხვილი საავადმყოფოს ემერჯენსში ჯდომა (არ ინერვიულოთ მშვიდობაა ჩემსკენ) – ჰოდა მოყავთ და მოყავთ მძიმე კოვიდ პაციენტები, ადგილები კი გათავდა (აი ასე ჩემს თვალწინ გათავდა ადგილები რეანიმაციაში), ბოლო ორი სასწრაფო გააბრუნეს, ერთ-ერთი სასწრაფოს ექიმმა სასოწარკვეთილმა თქვა ორი საათია დავატარებთ პაციენტს წინ-და უკან და არავინ აღარ იღებსო!

ასე რომ, მეგობრებო: აიცერით, შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს, ატარეთ პირბადე ყველგან, ხშირად დაიბანეთ ხელ-პირი. მძიმე ვითარებაა, მძიმე!”, – წერს ლაშა გაბელია სოციალურ ქსელ ფეისბუქზე.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...