მთავარიUncategorizedირმა ინაშვილი მმართველი პარტიის კოლაბორაციონისტულ პოზიციას ახმოვანებს

ირმა ინაშვილი მმართველი პარტიის კოლაბორაციონისტულ პოზიციას ახმოვანებს

Published on

 

პატრიოტთა ალიანის ლიდერმა ირმა ინაშვილმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართა.

რუსეთთან დიალოგი უნდა აღდგეს და პუტინთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ. – ამის შესახებ პრორუსმა პოლიტიკოსმა FACEBOOK-ზე დაწერა. მისი აზრით, “დღევანდელი ქართული პოლიტიკა ორი მსახიობის თეატრს დაემსგავსა და ეს მსახიობები არიან ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა”

“ირმა ინაშვილის განცხადება ქართული ოცნების პრორუსულ ინტერესებს ახმოვანებს, სინამდვილეში, ინაშვილის სახელით ქართული ოცნება ლაპარაკობს. “. – ასე ეხმაურება ინაშვილის განცხადებას ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელი გიორგი ნონიაშვილი.

“ნატოსთან ყოველგვარი თანამშრომლობა, ყოველგვარი ერთობლივი წრთვნა არის ჩვენთვის უფრო მეტი უსაფრთხოება, სამწუხაროდ, ირმა ინაშვილი ამის წინააღმდეგია, მაგრამ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ვის სატელიტს წარმოადგენს ირმა ინაშვილი – მისი სახელით სინამდვილეში ქართული ოცნება ლაპარაკობს

სამწუხაროდ,  ირმა ინაშვილი ამ წერილში მიმართავს არა საქართველოს ხელისუფლებას ან ვინმე სხვა, არამედ რუსეთის პრეზიდენტს  იმისთვის , რომ მან დახმარების ხელი გამოიწვდინოს და საქართველოსთან დიალოგი აწარმოოს. მე მგონია, რომ ეს კოლაბორაციონისტული პოზიციაა”. – ამბობს ნონიაშვილი.

 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...