მთავარიUncategorizedირაკლი ღარიბაშვილი: IRI-ს და NDI-ს კვლევები არავითარ ნდობას არ იმსახურებს

ირაკლი ღარიბაშვილი: IRI-ს და NDI-ს კვლევები არავითარ ნდობას არ იმსახურებს

Published on

,,ჩვენ არასოდეს არ ვენდობოდით ნაციონალური მოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე, – ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება  IRI-ს კვლევებს , რომლის შედეგების თანახმად მომავალ კვირას რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის  26% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 14% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 9% – პარტია საქართველოსთვის.

,,ჩვენ რა თქმა უნდა პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული და ადგილზე ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან, ორგანიზაციები რომლებიც ატარებენ კვლევებს ადგილზე არიან უშუალოდ მართული ნაციონალური მოძრაობის მიერ, შესაბამისად, არავითარ ნდობას არ იმსახურებს არც IRI-ს და NDI-ს კვლევები, ვინაიდან, მათ მიერ შესრულებული სამუშაოები ტარდება ნაცმოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების მიერ. ” – განაცხადა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა

 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...