,,ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ამ რეჟიმის მიმართ პრაქტიკულად არის პოლიტიკური ბოიკოტი”

0
286
დღეს ოპოზიციონერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ჟულიან კრამპის შეხვდნენ. შეხვედრები    ცალკეული პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალურ რეჟიმში შედგა.ეს არის პირველი აუდიენცია, დიპლომატიური უწყების ოფისში, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ, 19 აპრილის შეთანმხება გაუქმებულად გამოაცხადა.

ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგჰუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე დარწმუნებულია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ჩაშლა „ქართულ ოცნებას“ ძვირი დაუჯდება. სამნიძე ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ოფისში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შეხვედრას დაესწრო, სადაც მისი თქმით, მხარეებმა სამოქმედო გეგმა განიხილეს.

ჩვენ ყველა სცენარზე ვისაბრეთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ის კალაპოტი, რაც იყო შექმნილი, რომელიც იყო შექმნილი შარლ მიშელის დოკუმენტით, რომლის მიხედვითაც უნდა ემოქმედა „ქართულ ოცნებას“ თუ გვინდოდა, რომ სწორი ნაბიჯები გადადგმულიყო და ეს დოკუმენტი ყველა საერთაშორისო დოკუემნტში და საერთაშორისო განცხადებაში ნახსენებია, რა უნდა გაკეთდეს ამაზე ვისაუბრეთ  და მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე ვითარების მაქსიმალურად გასაანალიზებლად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ შესაბამისი განცხადებები და ნაბიჯები გადადგას ჩვენმა პარტნიორმა. ეს არის სანქციები, ეს არის დახურულ კარს მიღმა შეხვედრები და სხვა ლეგალური საშუალებები, რითაც უნდა დაინახოს „ქართულმა ოცნებამ“ რომ კარის გაჯახუნება და ზურგის შექცევა ჩვენს პარტნიორებზე ასე არ სრულდება და ძვირი უჯდება მას და ჩვენ არ გვინდა რომ ძვირი დაუჯდეს ქვეყანას, – ამბობს სამნიძე.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მომხრეა, ევროკავშირმა მმართველ გუნდზე  პერსონალური  სანქციები დააწესოს.

დასავლეთი რა თქმა უნდა, ჩვენ პოზიციას სრულად იზიარებს აქ არის საუბარი რა ქმედებები და როდის უნდა გადადგან დასავლურმა პარტნიორებმა. მე ვამბობ, რომ არ შეიძლება, დაისაჯოს ქართველი ხალხი. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ მიიღო გადაწყვეტლება ამ შეთანხმებიდან გასვლის. მომხრე ვარ სანქციების კონკრეტული ქმედებები იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც არღვევენ ევროპულ შეთანხმებას. კიდევ ერთხელ გაგვიმეორეს, რომ შეთანხმება მათთვის ძალაშია”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

,,ასეთი კრიზისის და ასეთი საფრთხის მდგომარეობაში დემოკრატიული ოპოზიციის კომუნიკაცია ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გავაცნოთ ჩვენი ხედვა, როგორ ვხედავთ ამ ვითარებიდან გამოსავალს, რაში დასჭირდება დახმარება საქართველოს ახლაც და ივანიშვილის რეჟიმის დასრულების შემდეგაც, რომ ამოვქაჩოთ ეს ზარალი.”

,,ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ამ რეჟიმის მიმართ პრაქტიკულად არის პოლიტიკური ბოიკოტი, ეს არის პირველი ნაბიჯები იზოლაციისა. ეს არის იმავე ნაბიჯების ნაწილი, რომლის უკიდურესი ზომაც შემდეგ არის ტარგეტირებული სანქციები.” –  თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ შეხვედრის შემდეგ.

 

წინა სტატიაოპოზიციას დავამთავრებთ, გავანადგურებთ – ასეთია განწირული რეჟიმის ავტოკრატიული ინსტინქტები
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: არ გამოვრიცხავ, მუნიციპალიტეტების დონეზე, კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში ვითანამშრომლოთ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური