ართმევს თუ არა გიორგი გახარიას გუნდი ხმებს “ქართულ ოცნებას”?

0
345

გიორგი გახარიამ დღეს ხობსა და სენაკში თავისი პარტიის ოფისები გახსნა, ,,ჩვენ გვავქს ჩვენი გეგმადა მივყვებით ჩვენსგზას – განაცხადა მან.

ოფისების გახსნზე შეინიშნებოდა ,,ქართული ოცნებიდან”  ,,პარტია საქართველოსათვის” გადასულთა სიმრავლე.

ართმევს თუ არა გირგი გახარიას გუნდი ხმებს “ქართულ ოცნებას” ?- IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევების  შემდეგ  პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ  გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რიმ  გახარია თუ ვინმეს ართმევს ხმებს, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”.

“გახარიამ პრემიერ-მინისტრობა “ნაციონალური მოძრაობის” გამო დათმო, ანუ ენმ-ს მხარდასაჭერი ნაბიჯი გადადგა და ამით გამოხატა თავისი პოზიცია, მიმართულება. საზოგადოების დიდ ნაწილში, მისი ეს გადაწყვეტილება სწორედ ასე არის აღქმული და ეს სწორია და სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” გასაძლიერებლად განახორციელა ის ნაბიჯი, რომელიც იყო მოულოდნელი, პირველ რიგში ქვეყნისთვის დამაზიანებელი და შესაბამისად, თუკი ვინმეს ართმევს ის პროცენტებს, ეს შეიძლება იყოს ძირითადად რადიკალური ოპოზიცია, იმიტომ, რომ ის ენმ-ს ორბიტაზე თამაშობს, თუმცა ამავდროულად, ის პროცენტები რომელიც ამ კვლევით მოაკლო “ქართულ ოცნებას”, თანაბრად და პროპორციულად არის გადანაწილებული ენმ-ს და გახარია გუნდს შორის,”- აღნიშნა  მან

წინა სტატიაივლისში წამლები და ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი სხვადასხვა პროდუქტები გაძვირდა
შემდეგი სტატიაოპოზიციას დავამთავრებთ, გავანადგურებთ – ასეთია განწირული რეჟიმის ავტოკრატიული ინსტინქტები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური