მთავარიUncategorizedზუგდიდის მერია TV იმედის ღამის შოუს გასართობი ღონისძიებისთვის 19 ათას ლარს გადაუხდის

ზუგდიდის მერია TV იმედის ღამის შოუს გასართობი ღონისძიებისთვის 19 ათას ლარს გადაუხდის

Published on

 

ზუგდიდის მერია TV იმედის ღამის შოუს გასართობი ღონისძიებისთვის 19 ათას ლარს გადაუხდის. ინფორმაცია ევროპული საქართველოს წევრმა, ბათლომე შელიამ FACEBOOK-ზე გაავრცელა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერიამ ამ შესყიდვის საფუძვლად ექსკლუზიური უფლებამოსილება მიუთითა.

,,მაშინ როცა ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი სიტუაცია და პანდემიის ახალი ტალღის გამო ხელისუფლება მოგვიწოდებს ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოვერიდოთ ხალხმრავალი შეკრების ადგილებს, ზუგდიდის მერიამ გადაწყვიტა ტელეკომპანია “იმედის” მუსიკალურ ბენდს გადაუხადოს 19 000 ლარი და ჩაატაროს კონცერტი ზუგდიდში…- წერს ბათლომე შელია – კონცერტების და გასართობი ღონისძიებების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ასეთ უმძიმეს პერიოდში ეს რა უბედურებაა…?!
თან გგონიათ თვითონ გადაწყვიტეს ეს?! ამ გნოლიძის ბენდს ვიღაცა კონცერტებით შემოსავლებს უგვარებს და ეს ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება მორჩილად უკრავს თავს, ისე რომ არც ფიქრობს რეალურად რას აკეთებს…
არ არის ეხლა ეს სრული უპასუხისმგებლობა და მავნებლობა?”

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...