მთავარისიახლეებიმედიცინათენგიზ ცერცვაძე: ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზულია, მაგრამ მართვადი

თენგიზ ცერცვაძე: ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზულია, მაგრამ მართვადი

Published on

 

“ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საყურადღებოა, არიან კოვიდ ავადმყოფები, რომელსაც დიაგნოზი დაუდგინათ და ჯერ განკურნებულები არ არიან, ასეთი არის 31 500 დღეისთვის. . ნოემბერ-დეკემბერში იყო 32 ათასი. ანუ, პრაქტიკულად ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს გავუსწორდით და დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება”, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა  თენგიზ ცერცვაძემ.

ეს მნიშვნელოვანი ციფრია, მაგრამ  მდგომარეობა  საგანგაშო არ არის, ამის თქმის უფლებას გვაძლევს მხოლოდ ერთი ფაქტი,   კლინიკური სექტორი ჯერჯერობით,უძლებს ამ დიდ გამოწვევას,  ხოლო იმისთვის, რომ სახელმწიფომ კიდევ უფრო უკეთ მართოს პროცესი, მოსახლეობამ აუცილებელი რეკომენდაციები უნდა დაიცვას.”

მისი შეფასებით, კორონავირუსის წინა ტალღებისგან განსხვავებით, ამჟამად სახელმწიფო და ჰოსპიტალური სექტორი გაცილებით უკეთ მართავს ეპიდსიტუაციას.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა განაპირობა როგორც „დელტას“ შტამის ცირკულაციამ, ასევე ხალხმრავალმა შეკრებებმა და რეკომენდაციების არშესრულებამ.

„დელტას“ შტამი დადასტურებულად უფრო იოლად გადამდებია და სწრაფად ვრცელდება. დადასტურებულად უფრო მძიმე შემთხვევებს იწვევს და დაახლოებით 2-ჯერ ზრდის ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას.

სამწუხაროდ,  მოსახლეობამ არასწორად გაიგო  შეზღუდვების მოხსნა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველანაირი ვალდებულება მოიხსნა. მოიხსნა ის შეზღუდვები, რომელიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლიდა, მაგრამ არავის გაუუქმებია პირბადეების ტარება დახურულ და ღია სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.

ერთადერთი ძალიან დიდი თხოვნაა, რომ თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან,ე ს არის ქორწილი, ჭირის სუფრა, თუნდაც დიდი დაბადების დღეები, შეკრებები, კონფერენციები, აქციები, მიტინგები, ყველაფერი ამისგან ცოტა ხანი თავი შევიკავოთ, სანამ ეს ტალღა ან ბუნებრივადა არ წავა კლებისკენ ან ქვეყანაში იმდენი იმუნური ფენა არ გვეყოლება, რომ უკვე ამან გახადოს შესაძლებელი ზრდის ტენდენციის შეჩერება და, რა თქმა უნდა ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია“, -“,-განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

 

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...