მთავარისხვადასხვა1 აგვისტო, ასტროლოგიური პროგნოზი

1 აგვისტო, ასტროლოგიური პროგნოზი

Published on

♈ვერძი

მძიმე, ოჯახურ და პროფესიულ ურთიერთობებში სირთულეებით სავსე დღეა. სავარაუდოდ, პროფესიული საქმიანობის სფეროში პრობლემები გელით. ვერძ ქალებს ვარსკვლავები ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ. მამაკაცებისთვის არასასურველია აქტიურობა პროფესიულ სფეროში და ნებისმიერი სარისკო მოქმედება. სიზმრები პირიქით უნდა განიმარტოს.

♉კურო

ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით ბიზნესისა და კომერციის სფეროში დასაქმებული კუროებისთვის. მოსალოდნელია ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შევსება ან ხელსაყრელი შეთავაზება. შეგიძლიათ, ნებისმიერ საქმეს თამამად შეეჭიდოთ, რადგან ყველგან წარმატება გელით.

♊ტყუპები

ვარსკვლავები მზად არიან, ყველაზე ამბიციური მიზნების მიღწევაში დაგეხმარონ. შესაძლოა, სასიხარულო ინფორმაცია ან მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ. ეს დღე სასიყვარულო ურთიერთობისთვის არც ისე ხელსაყრელია, ამიტომ ეცადეთ, ის სახლში გაატაროთ. საღამოს, მოსალოდნელია უმიზეზო სევდა და თავის ტკივილი.

♋კირჩხიბი

განწყობის ცვალებადობა ან, უბრალოდ, ქარაფშუტობა ხელს შეგიშლით, რომ ყველაზე მარტივ დავალებებს გაუმკლავდეთ, ამიტომ გამუდმებით დაბრკოლებებს აწყდებით. ფრთხილად იყავით, ამ პერიოდში მოსალოდნელია ნერვული სტრესი და დაზიანებები.

♌ლომი

ლომ ქალებს ვურჩევთ, ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინონ. სამწუხაროდ, თქვენი რჩეული თქვენს სამეფო ღირსებას არ შეეფერება. მოსალოდნელია პრობლემები პროფესიული საქმიანობის სფეროში. სასურველია, მამაკაცებმა პირად ურთიერთობებში ეჭვიანობა დაივიწყონ – ამის საფუძველი არ გაქვთ.

♍ქალწული

ამ დღეს ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში მაქსიმალური სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. გირჩევთ, პროფესიულ სფეროში აქტიურობას ერიდოთ – მცირე გაუგებრობებმა და უსარგებლო საუბრებმა შეიძლება, მთავარ საქმეს მოგწყვიტოთ და ფინანსურად დაგაზარალოთ. საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასება და დიდსულოვნება ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. საღამოს მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია ან ნერვული სტრესი.

♎სასწორი

მძიმე და საშიში დღეა. თუ შესაძლებელია, გამორიცხეთ ყველა სახის ურთიერთობა. მცირე წვრილმანებმა და უმნიშვნელო გაუგებრობებმა შეიძლება, მთავარ მიზანს მოგწყვიტოთ და ფინანსურად დაგაზარალოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გართულებები. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას.

♏მორიელი

ხელსაყრელი დღეა. სამსახურებრივი პრობლემები დროთა განმავლობაში მოგვარდება და დაკარგულ წონასწორობას აღიდგენთ. არ არის გამორიცხული საყვარელ ადამიანებთან დაკავშირებული სასიამოვნო სიახლეები. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს და მათში ახალ, თქვენთვის უცნობ ღირსებებს აღმოაჩენთ. საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების ნდობა დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე.

♐მშვილდოსანი

სასიცოცხლო პოტენციალის გაზრდამ შეიძლება, თქვენს პირად ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედოს და გარშემო მყოფ ადამიანებზე სწორი აზრი შეგიქმნათ. თქვენი მიტევების უნარი ყველაზე დაუნდობელ მტრებსაც კი განაიარაღებს და ახალი მიღწევებისთვის ენერგიით აგავსებთ. ვარსკვლავები მზად არიან, ყველაზე ამბიციური გეგმებისა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარონ.

♑თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, ახალ ნაცნობებთან ურთიერთობას სიფრთხილით მოეკიდოთ. გირჩევთ, პროფესიული საქმიანობის სფეროში ნაკლებად იაქტიუროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია პრობლემები მენეჯმენტთან ურთიერთობაში.

♒მერწყული

ხელსაყრელი პერიოდია ურთიერთობისთვის. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან ძველი კავშირების განახლება. შესაძლებელია, რომ თქვენი კომუნიკაციის უნარმა ცხოვრების წესზე გავლენა მოახდინოს. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი კონფლიქტი გელით, რომელიც თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება.

♓თევზები

საქმიანი თვალსაზრისით წარმატებული დღეა. მოსალოდნელია ძველი პროექტების წარმატებით დასრულება და ახლების სწრაფი განვითარება. ეცადეთ, ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ ფინანსურად დაზარალდეთ და სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

სიახლეები

TI- „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებზე 19 პირის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ვერ შეძლო

გამრუდებული მართლმსაჯულება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების საქმეებში: ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეები - ამ სათაურით აქვეყნებს...

საიამ “გავრილოვის ღამის” საქმეზე დავა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26...

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობა შეუცვალეს, გაათავისუფლეს მისი მოადგილე

გიგა ზესაშვილი სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციით ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის...

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაეშვა – მიზეზი უკრაინული დრონებია

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ...