ავსტრალიელ ქალს დაზიანება თავში მიაყენეს, ასევე გაძარცვეს – მკვლელობის დეტალები

0
699

31 წლის ავსტრალიის მოქალაქის შეინ ბრუკის ცხედარი მთაწმინდის პარკში, ე.წ. ეშმაკის ბორბალთან ახლოს, ტოტებითა და ფოთლებით დაფარული იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, შეინ ბრუკი ჯგუფური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ სახლიდან გასვლიდან ცოტა ხანში ბრუკმა ლოს-ანჯელესში მეგობარს დაურეკა და შველა ითხოვა. მეგობრის თქმით, მან გაარჩია სიტყვები: “გამიშვით ხელი, მომშორდით!”, რის შემდეგაც კავშირი გაწყდა. ბოლო სიგნალი სწორედ მთაწმინდის ფერდობიდან მოდიოდა.

თავდასხმა, სავარაუდოდ, 30 ივლისს, 16:00-19:00 შუალედში მოხდა, ასევე სავარაუდოდ, დაბნელებამდე. შეინ ბრუკის გაუჩინარების შემდეგ შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო, თუმცა, ცხედრის აღმოჩენის კვალდაკვალ, მოხდება მუხლის გადაკვალიფიცირება მკვლელობაზე.

მთავარი არხის ინფორმაციით, შეინ ბრუკის ცხედარი კინოლოგების დახმარებით იპოვეს, ხოლო ცხედარს თავში მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ნაცემი და გაძარცულია.

ჯერჯერობით, შსს-ს დამატებითი განცხადება არ გაუკეთებია, ასევე უცნობია, გავიდნენ თუ არა ისინი მკვლელობის კვალზე – ცხედრის აღმოჩენის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შეინ ბრუკი ინგლისურის მასწავლებელი იყო. ის ორ წელზე მეტია, საქართველოს დედაქალაქში, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. ქალი აქტიური ცხოვრების წესს მისდევდა და ხშირად დადიოდა სალაშქროდ. შეინ ბრუკი გუშინ, დღის მეორე ნახევარში სასეირნოდ გავიდა სახლიდან, 19:00 საათზე კი ვახშამი ჰქონდა დაგეგმილი მეგობართან ერთად. სამართალდამცველები მას გუშინდელი დღის საღამოდან ეძებენ.

წინა სტატიაახალგაზრდა კაცი მდინარეში დაიხრჩო – შემთხვევა საჩინოში
შემდეგი სტატია1 აგვისტო, ასტროლოგიური პროგნოზი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური