მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ ესმის ცენზორ წულუკიანს მედიის "კანონის ფარგლებში მოქცევა?

როგორ ესმის ცენზორ წულუკიანს მედიის “კანონის ფარგლებში მოქცევა?

Published on

თეა წულუკიანი და მედიაში გარკვეული რეგულაციების შემოღების შესახებ და ხელისუფლების მხრიდან მედიის გაკონტროლების აუციებლობაზე ღიად ალაპარაკდა.

წულუკიანი ამტკიცებს, რომ “ჟურნალისტების უმრავლესობას არ ესმის, რა არის გამოხატვის თავისუფლება”. ევროპულ კონვენციაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ვალდებულებებიც ახლავს. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლების სახელით ებრძვიან ყველაფერს, რაც არის ინდივიდუალური და ინდივიდი. წულუკიანი აღნიშნავს, რომ ეს “ძალიან დიდი პრობლემაა” და პასუხობს კითხვას: “როგორ უნდა ვებრძოლოთ?”.

“ვფიქრობ, რომ ამას კლასიკური მეთოდები არ უშველის, თუმცა ის, რაც მოხდა სულ რამდენიმე დღის წინ, როდესაც საზოგადოებამ ხმა აღიმაღლა… იქ, რა თქმა უნდა, იყო დასაგმობი და აბსოლუტურად შეუწყნარებელი ფაქტები, როდესაც ჟურნალისტს ურტყამ, შეურაცხყოფ და ა.შ. მაგრამ იყო ასევე უფრო მეტი და მასიურად, ჩვეულებრივი აღშფოთება, დაგმობა იმისა, რომ ეს ჟურნალიზმი არ არის, კრიტიკა ჟურნალისტებისადმი, რასაც უნდა შეეგუონ, სხვა გზა არ აქვთ, რადგან ჩვენც გვაქვს უფლება, გავაკრიტიკოთ სხვა. იმიტომ არ ვართ საზოგადოების წევრი, მასწავლებელი, პოლიტიკოსი, მინისტრი თუ სხვა, რომ თავში გვირტყას ვიღაცამ მიკროფონი, ამის უფლება არავის არ აქვს”, — აცხადებს წულუკიანი.

მან ისაუბრა მთავარი არხისთვის წართმეულ მიკროფონზეც და თქვა, რომ უვლის და ინახავს. წულუკიანის მტკიცებით, ჟურნალისტები სახლებში იჭრებიან და საძინებლებში დარბიან, ამიტომ არ აპირებს, თავი დახაროს.

წულუკიანის ამ განცხადებას მწვავედ აკრიტიკებენ ჯურნალისტები და ფართო საზოგადოება.

“სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები საუბრობენ მედიის შინაარსში ჩარევაში და დამატებითი რეგულაციების დაწესებაზე. ეს ყველაფერი არის იმ კამპანიის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ბოლო პერიოდში ეწევა და განსაკუთრებით, რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც, ერთი მხრივ, ახალისებს ძალადობას და ახლა უკვე საუბრობს დამატებითი რეგულაციების შემოღებაზე”, — აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...