რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება და, თუ დაინიშნება, მხოლოდ ჩვენი კეთილი ნებით – ირაკლი კობახიძე

0
280

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ლიდერი მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილრბით მერობის კანდიდატები წარდგენილია ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მათ შორის

ზუგდიდში — მამუკა წოწერია;
წალენჯიხაში — გოგა გულორდავა;
ჩხოროწყუში — დათო გოგუა;
ხობში — დავით ბუკია;
სენაკში — ვახტანგ გადელია;
მარტვილში — თორნიკე ჯანაშია;
ფოთში — ბექა ვაჭარაძე;
აბაშაში  — გიგა გაბელაია;

როგორც კობახიძემ განაცხადა, მიღებულია სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვტილებებიც.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა, არავითარი ფორმით. რომც ავიღოთ 3% ლელოსავით, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და 93% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება. ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს, თუ დავინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული, იმისთვის, რომ ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში, ყველაფრისგან დამოუკიდებლად ჩვენ მივიღებთ ჩვენი კეთილი ნებით ” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წინა სტატიაბიზნეს ფორუმი – სამეგრელოში [Video]
შემდეგი სტატიამოღალატესთან არავინ რიგდება – კობახიძე გახარიასთან კოალიციის შესაძლებლობაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური