მე გავაუქმე ჩემი შეხვედრები პარლამენტში – ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

0
237

ქართული ოცნების” ნაბიჯები, რომლებმაც არ დასაჯეს და წაახალისეს მოძალადეები, არის ძალიან საშიში დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.

მხარდაჭერას გამოვხატავ ქართული მედიის და იმ ჟურნალისტების მიმართ ვისაც თავს დაესხნრნ ძალადობრივი ჯგუფები. ქართული ოცნების ნაბიჯები, რომლებმაც არ დასაჯეს და წაახალისეს მოძალადეები არის ძალიან საშიში დემოკრატიისთვი ევროკავშირის ღირებულებები სწორედ არის დაცვა როგორც თქვენი ტრადიციების, ისე უმცირესობების უფლებების, – ამბობს კრამონი.

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით “ქართული ოცნება” ევროკავშირს დაშორდა. სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო, ვიოლა ფონ კრამონმა პარლამენტში დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა.

,,მეშინია, რომ “ოცნების” გადაწყვეტილების შემდეგ საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს, ვიდრე ის იყო 3 თვის წინ. მე მივიღე ამოცანა მაღალი დონის მისიაში მონაწილეობისთვის, რათა მხარი დამეჭირა დიალოგისთვის. ამიტომაც ვიმყოფები ახლა აქ. “ოცნებამ” გადადგა ძალიან მოულოდნელი და დამაზიანებელი ნაბიჯი და ამიტომ მე გავაუქმე ჩემი შეხვედრები პარლამენტში.

პირველად არ ხდება როდესაც “ქართული ოცნება” თავის დაპირებას არ ასრულებს . ეს არღვევს ნდობას და “ოცნებას” ხდის ისეთ სუბიექტდ, რომელიც არ არის სანდო. “ქართულმა ოცნებამ” შეთანხმებები არ შეასრულა და ეს შეთანხმებიდან გამოსვლა არის დაუჯერებელი და დამაზიანებელი. ეს არავისთვის არ არის სარგებელი, არც ქართველი ხალხისთვის. ეს არის სარგებელი მხოლოდ კრემლისთვის. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი გადახედავს საქართველოსთან ურთიერთობას, – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი. 

 

წინა სტატიამოღალატესთან არავინ რიგდება – კობახიძე გახარიასთან კოალიციის შესაძლებლობაზე
შემდეგი სტატია“ოცნების” მერობის კანდიდატები სამეგრელო-ზემო სვანეთში – სრული სია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური