ხვალ ქვეყანაში ფაიზერის 168 000 დოზა შემოვა- ამირან გაყრელიძე

0
266

,,ხვალ, 31 ივლისს ქვეყანაში შემოვა ფაიზერის სერიოზული რაოდენობის დოზები – 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები“. – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა

ამასთან მან თქვა, რომ Pfizer-ით აცრა ამბულატორიულ დაწესებულებებშიც დაიწყება.

“დღეს ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ. სტაციონალური დაწესებულებებიდან ნელ-ნელა გადავალთ ამბულატორიულ დაწესებულებებშიც Pfizer-ით აცრისთვის, რათა მეტი ხელმისაწვდომობა იყოს, მეტად უნდა ჩაერთონ რაიონებები, მუნიციპალიტეტები და სოფლის ექიმები აცრის პროცესში. სულ მცირე 500 ბრიგადაზე გვინდა გავიდეთ, დღეს არის სულ 290-მდე სრული ბრიგადა, ანუ სადღაც 20-22 000-ის ფარგლებში შეუძლიათ აცრა”. – ამბობს ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 39 126 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევა.

ბოლო 7 დღის მონაცემებით, საქართველო მილიონ მოსახლეზე ინფიცირების ახალი ფაქტებით მსოფლიოში მე-19 ადგილს იკავებს. საქართველოზე მეტი შემთხვევა მილიონ მოსახლეზე განაწილებით ბოლო ერთ კვირაში მხოლოდ კუნძულ მენზე, ბრიტანეთის ვირჯინის კუე, მარტნძულებზინიკაზე, ფიჯიზე, გიბრალტარზე, კუბასა და შანელის კუნძულებზე აღირიცხა.

ბოლო 7 დღეში საქართველო მლნ კაცზე აცრებით – 125 ადგილზეა

წინა სტატიაროგორ ესმის ცენზორ წულუკიანს მედიის “კანონის ფარგლებში მოქცევა?
შემდეგი სტატიაინგირის მოსახლეობა სასმელ წყალს მოითხოვს -საპროტესტო აქცია მერიასთან [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური