მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარიამ ნატალია საბანაძე თავის მრჩევლად დანიშნა

გიორგი გახარიამ ნატალია საბანაძე თავის მრჩევლად დანიშნა

Published on

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ევროკავშირთან საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე საგარეო მიმართულებით მის მრჩევლად დანიშნა.

“მიხარია, რომ ნატა საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდს, მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან, ის იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი რეპუტაცია როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით და ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნატალია საბანაძემ ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელისა და ბელგიასა და ლუქსემბურუგში საქართველოს ელჩის თანამდებობა 21 მარტს დატოვა. მისი თქმით, გადადგომის მიუხედავად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყოველთვის იბრძოლებს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...